პარლამენტის წინ, სადაც რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იმყოფება.
ჟორჟოლიანი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის ეშინია.
"დაირღვა კანონი ოკუპაციის შესახებ, როდესაც რუსეთის მოქალაქემ, ადამიანმა, რომელსაც შეიარაღებული მონაწილეობა მიუძღვის იმაში, რომ ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ, გადმოკვეთა საზღვარი, ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობა, შემდეგ, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას, ქვეყნის უთავმოყვარეობა ნაწილი, რომ ამ ადამიანს დაუყენონ დაცვა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოკუპაციაში იღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ოკუპანტმა თავისი სავარძელი დაიკავოს, სასათბურე პირობებს უქმნის და გადის, არ არის იმ მომენტში პარლამენტში. ყველაზე აღმაშფოთებელი რაც იყო, არის ის, რომ გვეუბნება, რომ მან არ იცოდა. ირაკლი კობახიძე თუ პარლამენტს ვერ აკონტროლებს, საერთოდ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებას, თანამდებობა დატოვოს., რომელი ქვეყნის გაკონტროლებაზე მეუბნებით, ამათ რუსის ჯარი რომ მოადგეს, მოაწვეს, კი არ შემოვიდნენ, უბრალოდ დააშინონ, რა მოხდება. დღეს იყო წყალგამყოფი,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






