ბათუმში ხვალ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება
საზოგადოება - 15:43, 20 Jun, 2019     1049

ხვალ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნება!

21-25 ივნისს ბათუმის მასშტაბით მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი მათ შორის:

21 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან გაიხსნება მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარდამავალი თასის ჩემპიონატი ფეხბურთში გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების მონაწილეობით

22 ივნისი_12:00 საათი, ბავშვთა გამხიარულებაზე ზრუნვას დაეთმობა: ბათუმის ცენტრალური პარკი უმასპინძლებს თეატრალურ წარმოდგენებს, მიმებსა და ანიმატორებს ამავე დროს, გაიმართება გამოფენები, მოეწყობა გასართობი სივრცეები, ატრაქციონები და ნაყინის კუთხეები მუსიკალურ გაფორმებაზე კი მთელი დღის განმავლობაში ბენდი იზრუნებს .

23 ივნისი სპორტული აქტივობებით იქნება დატვირთული: დილის 10 საათზე შეგიძლიათ ბათუმის ბულვარში გამართულ მარათონს შემოუერთდეთ ხოლო ამავე დღეს 17:00 საათზე ცენტრალურ პარკში კაიაკებით შეჯიბრს დაესწროთ.

24 ივნისი შემეცნებითი იქნება: ამ დღეს გაიმართება საზღვაო თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენციები და სემინარები დატვირთული დღის დასასრულს კი 21:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება სპექტაკლი "ზაფხულის ღამის სიზმარი"

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 21-24 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებში და მის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზღვაო აკადემიის სტუდენტები, რომლებმაც უფრო მრავალფეროვანი, ინოვაციური და მიმზიდველი გახადა ეს ღონისძიება.

25 ყველაზე მასშტაბურ და საზეიმო აქტივობებს გვპირდება:

09:30 საათიდან დაიწყება ტრადიციული საზეიმო მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მე-11 ნავმისადგომისაკენ, სადაც გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სპეციალურად მოწვეული სტუმრები პროფესიულ დღეს მიულოცავენ ქართველ მეზღვაურებს შემდგომ ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „მეზღვაურთა სკვერი“ ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ღონისძიება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე გაგრძელდება, სადაც 12:00 საათიდან მოსულ სტუმრებს ელოდება საბავშვო გასართობი სივრცე, აწარმოე საქართველოს ბენეციფიარების ჩართულობით მოწყობილი გამოფენა და უამრავი საინტერესო პერფორმანსი: კარნავალი, პანტომიმა, ფლეშ-მობი, ქუჩის ორკესტრი, ანიმატორების შოუ დღის კულმინაცია კი გრანდიოზული გალაკონცერტი იქნება ნიაზ დიასამიძის, 33 ა-ს და სუხიშვილების მონაწილეობით, რომელიც ულამაზესი ფოიერვერკით დასრუდლება 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა!

ამავე დღეს, იგეგმება სასწავლო-საწვრთნელი აუზის პროექტის წარდგენა და კაფსულის ჩაგდების ცერემონია. საწვრთნელი აუზი, პრაქტიკულ კურსს უზრუნველყობს მოქმედი მეზღვაურებისათვის და სტუდენტებისათვის.

ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გერმანიის ფლენსბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ასევე ამ დღეს გაფორმდება „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შორის“, რომელიც გულისხმობს საზღვაო ლექსიკონის შექმნას. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღემდე საქართველოს არ გააჩნია საზღვაო ტერმინთა ლექსიკონი, რომლის შექმნაზწე მუშაობის დაწყება უპირობოდ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავაია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42