"უარი ვუთხრათ სიძულვილსა და ძალადობას" - ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება
საზოგადოება - 11:36, 20 Jun, 2019     1512

"დროა - მშვიდობა ომზე მეტია!" - ამ სახელწოდებით ხვალ, 21 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული კითხვები ექნებათ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან, წმინდა სინოდთან, საქართველოს პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ასევე ლევან გორგოძესთან, ლაშა ტალახაძესთან, ზაზა ფაჩულიასთან და მამუკა გორგოძესთან.

"დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის, რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ, როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!

ადრესატები:

1. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

2. საქართველოს წმინდა სინოდი

3. საქართველოს პრემიერ მინისტრი

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

5. ტოშინოშინი, ლაშა ტალახაძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე

მივმართავთ პირადად ილია მეორეს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება, ამიტომ გთხოვთ

1. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ შეწყვიტონ ჩვენი სარწმუნოების სახელით ძალადობა.

2. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ ძალადობა ყველაზე მიუღებელია ჩვენი სარწმუნოებისთვის და აუხსენით ეს.

3. მოუწოდეთ ყვველას, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნად ყოფნის გარანტი და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა უდიდესი დანაშაულია ღმერთის და ერის წინაშე.

კითხვები პრემიერ-მინისტრს:

1. რატომ არ ხდება სიძულვილთან ბრძოლა?

2. რატომ ვართ საზოგადოება მარტო?

3. რა ხდება ქვეყანაში?

4. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?

5.რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო საზოგადოების გახლეჩვის თავიდან ასაცილებლად?

6. რატომ არ ელაპარაკებით საკუთარ ხალხს და უშვებთ საზოგადოების დაპირისპირებას?

მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს

1. რა ხდება ქვეყანაში?

2. ვართ თუ არა დაცულები?

3. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?

მიმართვა საქართელოს წმინდა სინოდს

1. ყველა იმ მამაოს, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას შეუჩერეთ მღვდელ-მსახურების უფლება

2. გაგვარკვიეთ რა ხდება ეკლესიაში? რატომ ასოცირდებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან მოძალადე ჯგუფები?

მიმართვა ტოშინოშინს, ლაშა ტალახაძეს, ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძეს,

თქვენ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ამ სიგიჟის დასრულება, მხოლოდ თქვენნაირი ადამიანებს შეუძლიათ დღეს საზოგადოებისთის იმის ახსნა, რომ ძალადობა მიუღებელია და რომ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას.

გთხოვთ ყველას მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, მოდით თქვენს მეგობრებთან, შვილებთან, მშობლებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად, დღესაც ზუსტად ისე გვჭირდება გარეთ გამოსვლა, როგორც შარშან, დღესაც აუცილებელია ჩვენ, ყველა მხარესგან შორს მდგომმა ადამიანებმა დავაფიქსიროთ რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ძვირფასია! - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42