"შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ" - ვინ არის მსახიობი, რომელიც ბორჯომში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
საზოგადოება - 17:05, 19 Jun, 2019     4994

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი „მესხეთის თეატრის“ 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ინფორმაციას ამის
შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გალინა ხვიჩია ბორჯომში, დასასვენებლად, თეატრის მსახიობთან ვაჟა ნიკოლაშვილთან და მის შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ვაჟას შვილიშვილები წაუყვანია სასეირნოდ და ეს ამბები მომხდარა, მეც ვაზუსტებ რაღაცეებს, სხვა დეტალები არ ვიცი“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა.

ბორჯომში შემთხვევა, დღეს 19 ივნისს, დილით მოხდა. „გოლფის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მსახიობსა და ორ მცირეწლოვანს დაეჯახა.

როგორც ბორჯომის ჯეო–ჰოსპიტალში განმარტავენ, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია. მცირეწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია.

52 წელიწადია, რაც გალინა ხვიჩია მესხეთის დრამატული თეატრის მსახიობია. ახალციხეში თეატრალური კარიერის დასაწყებად თბილისიდან 1967 წელს წამოვიდა და ერთ-ერთია დასის იმ 17 წევრს შორის, ვისთან ერთადაც მესხეთის თეატრმა არსებობა დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42