„რაც შეეხება მერკელს... მე მის გვერდით ვიდექი და დამიჯერეთ ის უსაფრთხოს იყო.“- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრანის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა, მიზეზი სავარაუდოდ სიცხე და დეჰიდრატაცია გახდა. უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერკელი ჰიმნის დროს კანკალმა აიტანა, ის ცდილობდა კანკალი შეეჩერებინა და ხელებს მდგომარეობა რამდენჯერმე შეუცვალა. ამ სიტუაციაში ვოლოდიმირ ზელენსკის რეაქცია არ გამოუხატავს და ის გაუნძრევლად იდგა.
ერთი საათის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანგელა მერკელს, რომელსაც მომავალ თვეში 65 წელი უსრულდება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხეს. მერკელმა პასუხად გაიღიმა და განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა და მისი თქმით, ეს სიცხის ბრალი იყო და წყლის მიღების შემდეგ თავი კარგად იგრძნო.
მასალის გამოყენების პირობები






