ერთ-ერთი მათგანი ირწმუნება, რომ არასრულწლოვანს დაცვის პოლიციის 3 თანამშრომელი გაუსწორდა.
"ძალიან ცუდად იყო, კვდებოდა ბავშვი, უნდა დაისაჯონ, ვინც დაარტყა ხელი. წყალს ასხამდნენ და ასულიერებდნენ ბავშვს. მინდა, დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც დაარტყა ხელი არასრულწლოვან ბავშვს. სამი პოლიციელი ურტყამს და კიდევ დამატებითი ჯგუფი მოდიოდა დასახმარებლად,“ - განაცხადა სულიკო კუპრაძემ.
კიდევ ერთი თვითმხილველის განცხადებით 16 წლის ბიჭს პოლიციელებმა მიუთითეს ველობილიკზე გადასულიყო, ბიჭი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მოზარდი სცემეს.
"16 წლის ბიჭი დადიოდა ველოსიპედით, პოლიციამ უთხრა, ხელით აიყვანე ველოსიპედიო. 10 ნაბიჯი იქნებოდა დარჩენილი, ხელით აღარ აიყვანა და პოლიციელები ავიდნენ და ამის გამო სერიოზულად სცემეს. გონება დაკარგა, ასხამდნენ წყალს და ვერ მოჰყავდათ გონზე,“ - თქვა ოლეგ მახარაძემ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი არ დაემორჩილა პოლიციას, ჯერ ფიზიკური და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს. სამივე პოლიციელი გამოკითხვაზე იმყოფება, გამოიკითხება მოზარდიც.
მასალის გამოყენების პირობები






