თვითმხილველთა თქმით, ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს
შემთხვევა - 17:04, 18 Jun, 2019     1607
არსებული ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი სცემეს.


თვითმხილველთა თქმით, მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომლებმა ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი არასრულწლოვანს ფიზიკურად გაუსწორდა.

ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ამ წუთებში არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ 16 წლის მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა ბულვარის ტერიტორიაზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობა არ შეიძლებოდა.


უწყების ცნობით, მოზარდი არ დაემორჩილა მითითებას და გააგრძელა მოძრაობა.


"ის დაცვის პოლიციის მეორე თანამშრომელმა შეაჩერა, რა დროსაც არასრულწლოვანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველს. დაცვის პოლიციელებმა მისი შეჩერება და შებოჭვა სცადეს, რა დროსაც მოზარდი შეუძლოდ გახდა. სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. თვითმხილველები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან"- აცხადებენ შინაგან საქეთა სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42