რუსთაველის ფონდმა ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ პროექტი დააფინანსა
საზოგადოება - 10:49, 18 Jun, 2019     866

17 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2012-2013, 2016, 2017 და 2018 წლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა და ფოტოგამოფენა; საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი“ ფარგლებში, ისტორიულ სპერში ჩატარებული ექსპედიციის ანგარიში საზოგადოებას პროექტის ხელმძღვანელმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თეიმურაზ ხუციშვილმა წარუდგინა; მან მადლობა გადაუხადა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ამ ეროვნულ საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ტაო-კლარჯეთის ძეგლების კვლევის დიდი მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიული წარსულის შესწავლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით; აღნიშნა, რომ ამგვარი სამეცნიერო კვლევების დაფინანსება რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მეცნიერთა ეს ჯგუფი წლებია ნაყოფიერად მუშაობს ამ მიმართულებით და ამ ექსპედიციის შედეგებიც მეტად შთამბეჭდავია ქართული კულტურის ძეგლების შესწავლის, განსაკუთრებით ახალი წარწერების აღმოჩენის მხრივ. „დღეს ქართული მეცნიერების მიერ მოპოვებულ- გამოკვლეული მასალა ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ იმ მოცულობისაა, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არა აქვს“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ, პროექტის თანახელმძღვანელმა, ასისტენტ-პროფესორმა ლევან წიქარიშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს ამგვარი ექსპედიციების დიდ კულტურულ-საზოგადოებრივ მნიშვნელობასა და კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე, თურქეთში მდებარე ისტორიული მხარეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მრავალმხრივ შესწავლაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები დააინტერესებს ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიული გეოგრაფიის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებსა და ზოგადად, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42