"დედა 20 წელზე მეტია, რაც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის" - 81 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 17:14, 17 Jun, 2019     894

81 წლის ლიანა ხითარიშვილი 20 წელზე მეტია, რაც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის! ის ფაქტი, რომ გიო დღეს ცოცხალია, სწორედ რომ დედის დამსახურებაა! მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად ავადმყოფობს, ქალბატონი ლიანა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შვილს სათანადო პირობები შეუქმნას, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირე ამის საშუალებას არ იძლევა.

ცოტა ხნის წინ, ლიანა ხითარიშვილმა ინფარქტი გადაიტანა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამჟამად მას აწუხებს: სტენოკარდია, ჰიპერტენზია, მაღალი წნევა... ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ ლიანას და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები:

ქალბატონო ლიანა, პროფესიით ვინ ბრძანდებით?

ლიანა ხითარიშვილი: 24 წელი სტიუარდესა ვიყავი. 60-იანი წლების დასაწყისში გავიარე სპეციალური კურსები და დავიწყე მუშაობა.

ეს თქვენი ოცნება იყო?

ლიანა ხითარიშვილი: დიახ. მაშინ 22 წლის ვიყავი, როდესაც შემოთავაზება მივიღე, სიხარულისგან დავფრინავდი. მთელი ჩემი სიცოცხლე სწორედ ამ შესანიშნავ პროფესიას მივუძღვენი.

თქვენი პირადი ცხოვრება არ აეწყო, არა?

ლიანა ხითარიშვილი: ქმარს გავშორდი, როდესაც ჩვენი შვილი 3 წლის იყო. მას შემდეგ იგი არ მინახავს, არ მონაწილეობდა ბიჭის აღზრდაში. გიოც ჩემს პროფესიას გაყვა და სტიუარდი გახდა.

რა დაემართა, რატომ არის საწოლს მიჯაჭვული?

ლიანა ხითარიშვილი: აფხაზეთში ომის დროს სოხუმის რეისებს ემსახურებოდა, რომლებსაც დაჭრილი მეომრები ჩამოყავდა თბილისში. მასზე ძალიან იმოქმედა ომის საშინელებამ და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

მკურნალობდით?

ლიანა ხითარიშვილი: გავყიდე ბინა და აღებული თანხა შვილის მკურნალობას მოვახმარე. ახლა ვცხოვრობთ ნათესავის ბინაში, რომელიც მან უსასყიდლოთ დაგვითმო დროებით სარგებლობაში.

როგორია გიოს მდგომარეობა ამ ეტაპზე?

ლიანა ხითარიშვილი: იგი 54 წლისაა და მისი მდგომარეობა მძიმეა საკმაოდ. გიო საწოლს არის მიჯაჭვული. 2010 წელს ტვინის ინსულტი გადაიტანა. მაშინ მთავრობამ დააფინანსა მისი თურქეთში მკურნალობა, აგრეთვე სარეაბილიტაციო კურსიც.

თავად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?

ლიანა ხითარიშვილი: მე ჩემს თავზე არც კი ვფიქრობ. მადარდებს ჩემი შვილის მომავალი და ძალიან განვიცდი.

რა გესაჭიროებათ ამჟამად ყველაზე მეტად?

ლიანა ხითარიშვილი: მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები. პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა - აი ეს არის ჩვენი შემოსავალი. ძალიან მჭირდება დახმარება. გთხოვთ არ დაგვტოვოთ მარტო!

მეგობრებო, ლიანა ხითარიშვილს და მის ვაჟს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიანა ხითარიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/466-khitarishvili/?fbclid=IwAR2RNbRGNuKeFUJRULWzE7Mhr_BYgn1vh1iDmZKXzESL0XeO8enDJYiTuHc





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42