გლაზგოში მცხოვრები 11 წლის ბიჭი დაობლების შემდეგ საქართველოში დეპორტაციის საფრთხის წინაშეა. გიორგი კაკავა დედამისთან, სოფისთან ერთად შოტლანდიაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოში კრიმინალებმა მამა მოუკლეს მაშინ ის ერთი წლისაც არ იყო. მანამდე ის ქუთაისში ცხოვრობდა საფრთხე მათაც შეექმნათ.
2018 წელს გიორგის დედაც სოფიო ბაიხაძე გარდაიცვალა, სოფიო გარდაცვალებამდე შოტლანდიაში თავშესაფრის მისაღებას პროცედურებს გადიოდა, თუმცა პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრო.
ბავშვმა ცხოვრების დიდი ნაწილი გლაზგოში გაატარა და სამშობლოდ შოტლანდიას მიიჩნევს. ის გლაზგოში ბებიასთან ერთად ცხოვრობს და მხოლოდ ინგლისურად საუბრობს.
გიორგის მხარდასაჭერად ინტერნეტ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. გიორგის და ბებიას დიდ ბრიტანეთში 30 თვით დარჩენის უფლება მისცეს.
გიორგისა და მისი ბებიის ამბავი, თავდაპირველად, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმა, რევ ბრაიან ქოსიმ გაახმაურა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. გიორგიოს საკითხი პარლამენტში წამოჭრა შოტლანდიის მწვანეთა პარტიის თანადამფუძნებელმა პატრიკ ჰარვიმ.
ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ გიორგის დეპორტაციით ბავშვის უფლებები ირღვევა. ამ დროისთვის ჯერჯერობით გიორგის შოტლანდიაში დარჩენის უფლებვა 2020 წლის თებერვლამდე აქვს. მის ბებიას, ქეთინო ბაიხაძეს კი — 2020 წლის დეკემბრამდე.


მასალის გამოყენების პირობები






