თსუ-ს სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაივლიან
საზოგადოება - 15:31, 14 Jun, 2019     479

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების“ კურსს გაივლიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეხუთე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა. საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად 30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია-სემინარებს თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი; საქართველო და რეგიონული პოლიტიკა; საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში; საქართველოს ენერგოპოლიტიკა; საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა; საქართველო რელიგიის კონტექსტში; საქართველო და ევროკავშირი; აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი; ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა.

თსუ კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ გუგული მაღრაძის თქმით, „თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტების გაცვლას. უკვე მეხუთე თაობაა სტუდენტებისა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, რომელიც ჩამოდის ჩვენს საზაფხულო სკოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სტუდენტები ხვალ-ზეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავებენ - სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და სხვა, რაც ძალიან კარგია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ამერიკელ სტუდენტებს აქვთ ძალიან კარგი კონტაქტი ქართველ სტუდენტებთან, გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, ასე, რომ საზაფხულო სკოლა თსუ-ში ძალიან ნაყოფიერ საქმეს ეწევა ამ მიმართულებით.“

სტუდენტებს დასაწყისშივე ეკითხებათ შესავალი კურსი საქართველოს ისტორიაში. გარდა სალექციო კურსებისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრებთან, დევნილი მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ექსპერტებთან.

„ვსწავლობ კონფლიქტის ანალიზის და მართვის საბაკალავრო პროგრამაზე, არაბისტი ვარ სპეციალობით. საქართველოს რეგიონი ყველაზე ახლოს არის არაბეთის რეგიონთან და ამიტომ ჩემმა პროფესორმაც მითხრა, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. საქართველო ძალიან სწრაფად მიდის ევროპისკენ და ევროკავშირისკენ, ამიტომ დავინტერესდი საქართველოთი,“- განაცხადა ამერიკელმა სტუდენტმა ჯოშუა შიველმა.

დაგეგმილია ფართო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ საქარეთველოს სხვადასხვა რეგიონში და გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დაიხურება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42