გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი უბედური შემთვევის დროს 38 წლის ვახო ასლანისვილი დაიღუპა. გარდაცვლილი გორი-თბილისის მიმართულებით მერსედესის მარკის მინივენით ტაქსაობდა და შემთხვევის დროსაც მგზავრები, თბილისის მიმართულებით მიჰყავდა.
,,როგორც გავიგეთ გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის კაცია, გორი-თბილისის მიმართულებით ტაქსაობდა და ამ ავარიის დროსაც მგზავრები მიჰყავდა თბილისის მიმართულებით. კარგი ადამიანი იყო ძალიან. როგორც გავიგე მერსედესის ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა და დიდი სისწრაფით შეჯახებიან ერთმანეთს." - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "დიანიუსთან" საუბრისას.
შემთხვევა გუშინ მოხდა. რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა ხოლო 8 პირი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






