დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობა საუკეთესო საქმეა - გიგა ბათიაშვილი
საზოგადოება - 10:31, 13 Jun, 2019     901
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პოზიტიურად აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება.


"რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ყველანაირად მხარს ვუჭერ ამ პროექტს. ეს ორანჟერეა ისევ ქალაქს გამოადგება და ვფიქრობ, ავტორები საუკეთესო საქმეს აკეთებენ." - აღნიშნავს არქიტექტორი.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე "კია მოტორსის" ავტოსალონი, რომელიც, დანიშნულებიდან გამომდინარე, გარემოს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს და მოსახლეობას ტერიტორიით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს, მრავალფუნქციური, საგამოფენო ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება.

პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას არ გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება. საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას. პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება. პროექტის მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42