თსუ-ში საბიბლიოთეკო დღეების დახურვა გაიმართა
საზოგადოება - 18:33, 12 Jun, 2019     725

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო დღეების დახურვასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალურ, მათ შორის, ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, პირველად გამოიფინა ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის პორტრეტი სულ რამდენიმეა შემორჩენილი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას და საბიბლიოთეკო დარგის შესახებ ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომებს.

საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ბიბლიოთეკარები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საბიბლიოთეკო დღეების დახურვა სწორედ თსუ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესია საქართველოში თავისი წიგნადი ფონდით. საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ პრობლემებზე, გადასაჭრელ საკითხებზე, გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში. ამასთან, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თსუ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური მასალები,“- განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლაშა საღინაძემ.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის შენობაში ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.. „გამოფენა რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჩვენს საცავებში დაცულია რარიტეტული, უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტები, რომელიც იშვიათ გამოცემებს განეკუთვნება. აქ არის ასევე წარმოდგენილი საქართველოში შექმნილი საბიბლიოთეკო შრომები, არა მხოლოდ უნივერსიტეტელი ბიბლიოთეკარების, არამედ ზოგადად ბიბლიოგრაფიული ნაშრომები და სხვა,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკარის ქეთევან სამადაშვილის თქმით, საბიბლიოთეკო ასოციაციამ გამოსცა წიგნი „ბიბლიოთეკარი-ხელოვანი“, „წიგნშითავმოყრილია ხელოვან ბიბლიოთეკართა ნაშრომები, მათ შორის ჩემიც“,-- განაცხადა ბიბლიოთეკარმა.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას აქცენტი უფრო რეგიონალურ ბიბლიოთეკებზე ჰქონდა გაკეთებული, დღეს განახლდა და კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებთან,“ - აღნიშნა საბიბლიოთეკო ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსუდან ასათიანმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საბიბლიოთეკო საქმიანობაში, კიდევ უფრო დაიხვეწება მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანაში არსებულ ბიბლიოთეკებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ ჩვენს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ინიციატორი, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს,“ - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

საბიბლიოთეკო დღეების დასკვნითი ღონისძიების დასრულების შემდეგ თსუ ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც განხილვის თემა წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და საბიბლიოთეკო დარგში საკანონმდებლო ინიციატივა იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42