ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსმა ,ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები აჯანყების მცდელობად შეაფასა და დაადასტურა,რომ პოლიციელებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დემონსტრანტების დასაშლელად.დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მომიტინგებს შორის მოხდა საკანანონმდებლო საბჭოს შენობის წინ,სადაც რამდენიმე დღის წინ განიხილავდნენ კანონის მიღებას ექსტრადირების შესახებ,რომელიც ითვალისწინებს მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა გადაყვანას ჩინეთის,ტაივანისა და მაკაუს ციხეებში .
ჰონგ-კონგს 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი ჰქონდა ,რომელიც შემდგომში ჩამოერთვა და შეუერთდა ჩინეთს,სანაცვლოდ კი ავტონომიური მმართველობა შეუნარჩუნდა. საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის გარდა, ჰონგ-კონგი დამოუკიდებელი შიდა მმართველობის ავტონომიური უფლებებით სარგებლობს მთელ რიგ საკითხებში.


მასალის გამოყენების პირობები






