გაფიცვა ხარაგაულის რაიონში - 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს
საზოგადოება - 15:41, 11 Jun, 2019     744

ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა - ინფორმაციას ამის შესახებ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა.

ადგილობრივი დასაქმებულების ცნობით, ისინი მეორე დღეა სრული მაშტაბით არიან გაფიცულები, ითხოვენ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებას და სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვას.

მათივე თქმით, ამ დრომდე კომპანია მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს.

დასაქმებულებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს.

პროფკავშირი, თავის მხრივ მოუწოდებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“-ს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები სოფელ ძირულაში ხვალ დილიდან ჩავლენ, მუშებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42