ზაფხულის საშიში დაავადება, რომელიც ტკიპებისგან გვემუქრება - პაატა იმნაძე "ყირიმ-კონგოს" შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოება - 14:16, 11 Jun, 2019     23032

ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ტკიპას ხელით ტკიპის მოშორება“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ტკიპას სხეულიდან მოსაცილებლად საჭიროა პინცეტი და ხელთათმანი.

„აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, შემდეგ, მით უკეთესია. რადგან ის რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადება ადამიანზე გადავიდეს. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან, ზოგი შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადამტანი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება“, რომელიც ხაშურიდან მოყოლებული სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც იმნაძემ აღნიშნა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობით დაკავებული მოქალაქეები, რომლებმაც ტკიპები ცხოველებს ხელით არ უნდა მოაშორონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42