ბოდრუმი-მარმარისი-კუშადასი-ანტალია - იფრინეთ სამოთხეში პირდაპირი რეისით - პეგას ტურისტიკის სიურპრიზი დამსვენებელს
საზოგადოება - 13:50, 11 Jun, 2019     5346
ჯერ არავის უთქვამს, - გამარჯობა, მე სამოთხიდან დავბრუნდიო!.., მე კი მოგიყვებით და გაჩვენებთ, როგორ შეიძლება 1 კვირაში, რამდენიმე სამოთხეში ერთდროულად იმოგზაუოთ, დაისვენოთ, განიტვირთოთ და მიიღოთ All Inclusive მომსახურება სულ რაღაც 240 ევროდან, თანაც პირდაპირი რეისით.


ლიდერი საერთშორისო ტუროპერატორი პეგას ტურისტიკი - Pegas Turistik ქართველ დამსვენებელს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს, კომპანია 16 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალი კლასის კურორტების ანტალიის, ბოდრუმის მარმარისისა კუშადასის მიმართულებით, ჩარტერულ რეისებს იწყებს, რომელსაც თურქეთის ავიახაზები Turkish Airlines შეასრულებს.

სანამ პეგას ტურისტიკის მომხმარებელი სასურველ კურორტზე, ყველაზე კომფორტული რეისით გაემგზავრება, კომპანიამ მედიის წარმომადგენლებს მოგვცა საშუალება ახალი სერვისი საკუთარ თავზე გამოგვეცადა. ყოველთვის ერთნაირად ფანტასტიკური ამინდი, ფირუზისფერ ცაზე გამოკიდებული, ხავერდოვანი რუჯისთვის მოკაშკაშე მზე, ზომიერად მარილიანი ლიცლიცა ზღვა, სიმშვიდეზე მორგებული უხმაურო ტალღები და საოცრად კომფორტული, ერთმანეთზე უკეთესი სასტუმროების ქსელი,- ასეთია დასვენების სეზონი მარმარისში, ბოდრუმში და ანტალიაში.

თურქეთის საკურორტო ზონებში ჩასული დამსვენებლების პირველი ემოციაც ყოველთვის ერთნაირია,

- ზღაპრული სილამაზის გარემო, რომელიც მხატვრული ფილმის დეკორაციას ჰგავს, აჩენს კითხვას, ნამდვილად რეალობაა თუ სიზმარი?! Merhaba! - გამარჯობა ეს სამოთხეა დედამიწაზე, რომელიც ნამდვილად არსებობს, აუცილებლად უნდა ნახო და შეიგრძნო სანამ ცოცხალი ხარ.

მარმარისი - ეს არის კურორტი მწვანე მთებსა და ლურჯ ზღვას შორის, ზღვაში კი ისევ ბევრი და მწვანე მთაა.

რუტინულად დაღლილი სხეული მომენტალურად დუნდება, გამონაბოლქვით გაჯერებული ფილტვები სუფთა ჰაერით ივსება, ბევრი ჟანგბადი და ნამდვილ სამოთხეში მოხვედრის ემოცია თავბრუდამხვევ შეგრძნებას ამძაფრებს, წევხარ შეზლონგზე, ხარბად ეფიცხები მზეს, სვამ ცივ კოქტეილს და გეფიქრება, თუ სადმე უნდა ყოფილიყავი ეს არის აქ და ახლა!

ზაფხულის ცხელ დღეებს ამაზე კარგად ნამდვილად ვერსად გაექცევი, მარმარისი არის კურორტი, რომელიც ერთი ჩასუნთქვით წაკითხულ წიგნს ჰგავს, ერთი შემორბენით მოივლი მდიდრულ იახტებიან შთამბეჭდავ პორტს - Marina AVM.

მარმარისი ცნობილია ღამის ცხოვრებით. აქ ყვეაზე ბევრი და ყველაზე დიდი ღამის კლუბებია, სადაც ხშირად შეხვდებით ევროპელ დიჯეებს და საგანგებოდ მოწვეულ მოცეკვავეებს, რომლებიც სცენაზე ცეცხლს პირდაპირი მნიშვნელობითაც ანთებენ. თურქეთის საკურორტო ზონებში, ღამის კლუბებში შესვლა უფასოა, დამსვენებლის დანახარჯს შეკვეთილი სასმელი გასაზღვრავს.

მარმარისში ყოფნისას გარდაუვალია არ მოინახულოთ დალიანი Dalyan - lycia ძველი ბერძნების მიერ, ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც გადმოკიდებულია მდინარე დალიანზე და უერთდება ეგეოსის ზღვის თეთრ ქვიშიან

სანაპიროს სადაც ძალიან ბევრი კუ ბინადრობს. დალიანში იახტით სეირნობისას, აუცილებლად მოგინდებათ შესვენება მდინარის პირას ერთმანეთზე გადაბმულ, წყალში შემოჭრილ რომელიმე ფერად კაფესთან, საიდანაც ზღვის პროდუქტების სურნელი იფრქვევა.

ბოდრუმი - დახვეწილი თეთრი ქალაქი, დაბალსართულიანი შენობებითა და ბევრი სანახაობით. თუ ერთდროულად კარგი დასვენება და ბევრი კულტურული შოკი გჭირდებათ აუცილებლად ბოდრუმი, აქ არასოდეს ილევა სანახაობები,

ერთდროულად ხარ 21-ე საუკუნეში და პორტირებ ანტიკური ხანის ისტორიაში. ბოდრუმში მსოფლიოს 7 საოცრებიდან 2-ს ჰალიკარნასის მავზოლეუმს და არტემიდას ტაძარს ნახავთ. ბოდრუმი ეს ის ქალაქია რომლის ქუჩებშიც უგზო-უკვლოდ დაკარგვის სურვილი გიბყრობს, ყოველი ჩიხი ერთმანეთზე ლამაზი და მაგიურია, ჭრელი სუვენირების ბევრი მაღაზიითა და სტუმართმოყვარე ვაჭრებით. როგორც ამბობენ, აქ ხშირად შეხვდებით ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებსაც, მაგალითად ანტონიო ბანდერასს, რომესაც ტურისტების საყვარელ ქალაქში საკუთარი მაღაზია აქვს და ჯენიფერ ლოპესს, თავის საუცხოო ვილაში.

ანტალია - გართობის განტვირთვისა და დასვენების ქალაქი. ანტალია დამსვენებლების რაოდენობით ლიდერია თურქეთის საკურორტო ქალაქებს შორის. ხმელთაშუა ზღვისპირეთის ოქროსფერქვიშიანი ნაპირებითა და გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსებით განთქმული ეს საუცხოო ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტია მთელს მსოფლიოში. ანტალია განსაკუთრებით საოჯახო ტიპის დამსვენებელს იზიდავს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ყველა მომსახურეობას მიწოდებულს ერთ სივრცეში, აქტიურ ღამის ცხოვრებასა და შოპინგს მსოფლიოს ბრენდულ მაღაზიებში.

ანტალიის სასტუმროები მინი ქალაქებს ჰგავს, სწორედ ასეთია 5 ვარსკვლავიანი კომპლექსი -Swandor Topkapi Palace რომელიც სასტუმროზე ბევრად მეტია, თავისი უზარმაზარი აუზებით, აკვაპარკით, გასართობი ლოკაციებით, ბავშვთა ზონებით, ე.წ. ფულ-ფართი სანახაობით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, მსოფლიოს სამზარეულოს n- რაოდენობით კერძებით, ყველაზე თავაზიანი მომსახურე პერსონალით, განსაკუთრებული ჰიგიენით, ხარისხიანი და მრავალფეროვანი პირადი ჰიგიენის ნივთებით, რომელიც ნომერში დაგხვდებათ.

Svandor-ში ღამით სასტუმრო და მისი დამსვენებელი მეორე ცხოვრებას იწყებს, ლოკაცია რომელიც სტამბოლში, ტოპკაპის მუზეუმის ტერიტორიაზე გაგრძნობინებთ თავს, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზულ კონცერტებს მასპინძლობს, სადაც ხშირად შეხვდებით ცნობილ მომღერლებსა და ჯგუფებს ცოცხალი შესრულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ კი, ღამე, ღამის კლუბში დილამდე გრძელდება. ბევრი სასმელი, გემრიელი დესერტი, გართობა დილიდან-დილამდე და საუკეთესო დასვენება, ეს არის ბედნიერების კოქტეილი რომელსაც პეგას ტურისტიკი სასტუმრო Svandor-ში დაგახვედრებთ.

თუ გინდათ, რომ თქვენი კუთვნილი შვებულება ასე სასიამოვნოდ გაატაროთ და მოგზაურობა ბოლომდე შთამბეჭდავი იყოს, ვერაფერმა ვერ უნდა შეძლოს ტურისტის კომფორტის ზონის დარღვევა, სწორედ ამიტომ, როდესაც მომხმარებელი საკუთარი დასვენების დაგეგმვას პეგას ტურისტიკს ანდობს, ის ერთდროულად ირჩევს საუკეთრსო დასვენების გარანტიას, ყველაზე მაღალ ხარისხს ყველაზე დაბალ ფასად, დაზოგილ დროსა და ენერგიას.

პეგას ტურისტიკი საკუთარ მომხმარებელს ეგეოსის ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროზე, ბოდრუმში, მარმარისსა და კუშადასში, 4 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების სრულ ტურპაკეტს 1 კვირის განმავლობაში (6 ღამე) 359 ევროდან, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიაში, ასევე 1კვირიან დასვენებას ანალოგიური პირობებით 240 ევროდან სთავაზობს. უფრო ზუსტად, რომ განვმარტოთ, პეგას ტურისტიკის ყოველი ტურპაკეტი მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს პირდაპირ რეისებზე, All Inclusive მომსახურებას, ტრანსფერებს (აეროპორტიდან სასტუმროში მიყვანა და პირიქით, სასტუმროდან აეროპორტამდე გაცილება) და სამოგზაურო დაზღვევას. აღსანიშნავია, რომ პეგას ტუისტიკის ტურპაკეტების შეძენა საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა ტურისტულ სააგენტოშია შესაძლებელი.

როგორც „ნიუპოსტს“ პეგას ტუისტიკის ქართული წარმომადგენლობის გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაიამ განუცხადა, კომპანაია ყოველ სეზონზე ატარებს გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც იქმნება სპეციალურად ქართველ ტურისტზე მორგებული ტურპაკეტები, რომელიც სრულად აკმაყოფილებს დაბალბიუჯეტიან, საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებს.

„ეგეოსის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მდებარე, ჩვენი სასტუმროების გლობალური ბაზა, იძლევა საშუალებას შევქმნათ განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ტურპროდუქტი სპეციალურად ქართული სამომხმარებლო ბაზრისთვის. პეგას ტურისტიკის დამსვენებელს საშუალება აქვს საკუთარ ბიუჯეტს წინასწარ მოარგოს ტური რომელიც მის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს და მიიღებს მაღალ ხარისხს, როგორც 5, ასევე 4 და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებშიც.

ჩვენთვის ყოველი მომხმარებელი ერთნაირად ძვირფასია და ვცდილობთ მომსახურებაში ყოველწიურად შევიტანოთ სიახლე. ამჯერად, გარდა იმისა, რომ წელს 16 ივნისიდან, დამსვენებლს საქართელოდან თურქეთის საუცხოო კურორტებზე პირდაპირი რეისით შეეძლება გადაფრენა, რასაც უკვე დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან, როგორც წესი, აეროპორტში მათ დახვდებათ კომპანიის წარმომადგენელი დამხმარე პირები, ხოლო ყველა სასტუმროში სადაც პეგას ტურისტიკის ტურისტები დაისვენებენ მათ დახვდებათ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ტურის განმავლობაში მათ გვერდით იქნებიან, დაეხმარებიან ადმინისტრაციული საკითხების გარკვევაში, პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებასა და სხვადასხვა ადგილობრივი ტურების დაგეგმვაში,“- განაცხადა სალომე ბერაიამ.

გარანტირებული კარგი ამინდი, ლამაზი რუჯი, მრავალფეროვანი თურქული და ევროპული კერძების ფართო ასორტიმნენტი, ქვიშიანი სნაპიროები, ლაჟვარდოვანი ზღვა, სასტუმროს შიდა სპორტული პროგრამები, სარელაქსაციო სპა პროცედურები, შოუ-პროგრამები, მსოფლიოს მუსიკალური საკონცერტო ნომრები ცოცხალი შესრულებით და უსასრულო გართობა, ეს ის აუცილებელი პირობაა რასაც პეგას ტურისტიკი თავის დამსვენებელს სთავაზობს. თუმცა არსებობს უფრო მეტიც, ეს არის საექსკურსიო ტურების ფართო არჩევანი სხვადასხვა ქალაქებში, პორტებსა და ისტორიულ ადგილებში.

„რაც შეეხება ადგილობრივ ტურებს, ჩვენს მომხმარებელს დასვენების პარალელურად შესაძლებლობა აქვთ თავიანთი მოგზაურობა კიდევ უფრო დაუვიწყარი, სანახაობრივი და შთამბეჭდავი გახადონ. ჩვენ მათ ვთავაზობთ კულტურულ, რელიგიურ ექსკურსიებს, ანტიკური ხანის ძეგლების, მათ შორის მსოფლიოს საოცრებებიდან 2 ძეგლის მონახულებას, იახტტურებსა და ღამის გართობას. ეფესი, ფამუქალე, კლეოპატრას გამაახალგაზრდავებელი აუზები, მარიამ ღვთისმშობლის სახლი, არტემიდას ტაძრის ნანგრევები, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი, დალიანის კლდეში ნაკვეთი აკლდამები, კონსტანტინოპოლის დროის ამფითეატრი, ეს იმ კუტურული ღირსშესანიშნაობების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ჩვენს დამსვენებლებს თურქეთის კურორტებზე დასვენებისას შეუძლიათ. სასურველი ტურის შერჩევა და ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია წინასწარ, საიტზე www.pegast.ge სადაც მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ყველა საჭირო ინფორმაციას, “- უთხრა Newposts-ს სალომე ბერაიამ.

ახლა ალბათ ჩემოდანს ალაგებთ, ამოწმებთ საცურაო კოსტუმი, ან მზისგან დამცავი, თუ გასარუჯი საშუალება ხომ არ გრჩებათ, თანხაც არ არის ბევრი საჭირო, ყველა შესაძლო ხარჯს წინასწარ განსაზღვრავ, მაშინ როცა, ტურის შეძენა განვადებითაც შესაძლებელია, მხოლოდ ერთი საკითხი დარჩა გადასაჭრელი - მარმარისი, ბოდრუმი თუ ანტალია ? - რა თქმა უნდა, პეგასტურისტიკი, რომელიც ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. პეგას ტურისტიკი ეს არის საშვი სამოთხეში, თანაც უკვე პირდაპირი რეისით.

®





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42