პაშა ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკი განაახლა
საზოგადოება - 18:26, 10 Jun, 2019     686

პაშა ბანკმა 10 ივნისს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გაააქტიურა.

განახლებული მომსახურებით სარგებლობას როგორც ფიზიკური პირები, ისე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები შეძლებენ. საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

პაშა ბანკის ახალი ინტერნეტბანკი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულოს გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთოს საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღოს განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.

ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა. იურიდიული პირები რეგისტრაციის გავლას პაშა ბანკის ფილიალში, ბანკის თანამშრომლების დახმარებით შეძლებენ. ხოლო ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტბანკში დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს პაშა ბანკში მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ მუდამ ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეახლებინა ჩვენი ინტერნეტ და მობაილ ბანკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და მოქნილი საბანკო სერვისები. იმედი გვაქვს, სიახლეებით კმაყოფილი დარჩებიან.“ - გოგა ჯაფარიძე, პაშა ბანკის კომერციული დირექტორი.

პაშა ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს pashaonline.ge

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42