თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის პირველ გამოსაშვებ ღონისძიებაში ზაზა ფაჩულიამ მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 18:23, 10 Jun, 2019     1245

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 7 ივნისს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ეს მნიშვნელოვანი დღე, თსსუ-ის პროფესორ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, კურსდამთავრებულებს ემორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულების მშობლებმა, თსსუ-ის სხვა სტუდენტებმა და ცერემონიის საგანგებო სტუმარმა, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა,ზაზა ფაჩულიამ მიულოცეს.

მსოფლიოში ცნობილი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოსაშვებ საღამოზე საპატიო სტუმარი გახლდათ. ზაზა ფაჩულიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და წარმატების ათი მისეული მთავარი წესი გაანდო, რომლითაც მან წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია. ზაზა ფაჩულიას მიმართვამ არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ დამსწრე საზოგადოებაზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გამოსაშვები ცერემონიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ზაზა ფაჩულიასთან ერთად , სტუდენტები გამოსაშვები მანტიების სიმბოლური ყელსახვევებით შემოსა და დიპლომები გადასცა.

გამოსაშვები ცერემონიალისთვის თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები ჯორჯიის შტატიდან, ქალაქ ატლანტიდან. მათ შორის იყვნენ - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი გორდონ ჩერჩვორდი, ასოცირებული დეკანი ჯოელ ფელნერი, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუს დეკანი ნათანიელ გოზანსკი. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და დიპლომირბული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი.

გამოსაშვებ ცერემონიალზე სტუდენტებმა მათი თანაკურსელი და მეგობარი, მარიამ კაპანაძე გაიხსენეს. გარდაცვლილი სტუდენტის ხსოვნას დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო. საპატიო სტუმრებმა გაიხსენეს მათი კოლეგა, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფუძემდებელი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე - კენეტ ვოლკერი. გამოსაშვები ცერემონიალის დასასრულს სტუდენტებმა პროგრამის დირექტორთან, პროფესორ ეკა ეკალაძესთან ერთად, ექიმის ფიცი დადეს და სწავლის დასრულების ნიშნად ქუდები აყარეს. თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდმა ცერემონიალის ბოლოს საქართველოს და ამერიკის ჰიმნები ცოცხლად შეასრულეს.

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას პირველი მიღებიდან შვიდი კურსდამთავრებული ჰყავს: ნოდარ მაისურაძე, ქეთევან ობოლაშვილი, სოფიკო გიგოლაშვილი, ემანუელ სონია, ნიკოლოზ ბოსტაშვილი, თამარ თამარაშვილი და ფეტი ონალი.

ამავე დღეს გაიმართა, ასევე, დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება, რომელზეც ფიცი 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სწავლის დამთავრება მათ თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა კონცერტით მიულოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42