"შიმშილი, სიღატაკე და ბავშვების მძიმე მდგომარეობა" - ჭელიძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 15:38, 10 Jun, 2019     1009

ჭელიძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შიმშილი, სიღატაკე და უიმედობა - ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი გახდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ისინი ყოფილი სტამბის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც ისეთი სიდუხჭირე სუფევს, რომ ნებისმიერს გული მოუკვდება ნანახით.

განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ არათუ განვითარების ნორმალური შანსი, არამედ ელემენტარული საკვებიც კი. გასულ წელს, უბედურმა შემთხვევამ ჭელიძეების ოჯახის 5 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ამ საშინელ ფაქტს, მითუმეტეს, რომ ტრაგედიის განმეორების გამუდმებულ შიშში არიან.

მეგობრებო, მოდით ამოვუდგეთ გვერდში ჭელიძეების ოჯახს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მოდით, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ მათ არ იშიმშილონ და არ ენატრებოდეთ პურის ნატეხი; მოდით გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ავარიდოთ ეს ოჯახი ახალ განსაცდელს.

ჩვენ ვესაუბრეთ იზო ჭელიძეს, ორი შვილის დედას, და ვთხოვეთ მას გაეზიარებინა საკუთარი ტკივილი:

დედისთვის ძალიან მძიმეა შვილის დაკარგვა. როგორ შესძელით ამ ტრაგედიის გადატანა?

იზო ჭელიძე: ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული ამ ტრაგედიიდან. სულ ჩემს გარდაცვლილ შვილზე ვფიქრობ; მესიზმრება ხშირად; ისე მგონია, რომ სადღაც აქ არის და მეძახის : „დე, არ მიმატოვო...“.

ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

იზო ჭელიძე: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. 10 წლის წინ სახელმწიფომ გადმოგვცა საკუთრებაში. საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რა გვექნა, წასასვლელი არსად გვქონდა. ვერ გავარემონტეთ, რადგან სოციალური შემწეობა, რომელსაც ვიღებთ, საკვებზე გვეხარჯება და სხვას მეტს ვერაფერს ვაკეთებთ.

რაში გამოხატება „საშინელი პირობები“?

იზო ჭელიძე: ირგვლივ ყველაფერი ნესტიანია, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, საწოლები მწყობრიდანაა გამოსული, არც მაცივარი გვაქვს და არც გაზქურა, არც სარეცხი მანქანა და არც გამათბობელი; წყალი ქუჩიდან მოგვაქვს და ბაკებში ვაგროვებთ, ვწვალობთ...

მეუღლე არ მუშაობს?

იზო ჭელიძე: ქალაქ ბაღდათში საშინელი უმუშევრობაა, მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ადგილზე მაგრამ, ვერაფერს შოულობს. იგი წარმოშობით არის სოფელ ფერსათიდან. ჰქონდა კარგი სახლ-კარი, მაგრამ დაიწვა, ნივთების გადარჩენაც ვერ შესძლო... მერე სახელმწიფომ ეს შენობა გამოგვიყო საცხოვრებლად...

რა წარმოადგენს თქვენს მთავარ პრობლემას ამჟამად?

იზო ჭელიძე: ყველაზე მეტად შიმშილის მეშინია. უფრო სწორად, მეშინია, რომ ბავშვები არ დარჩნენ მშიერნი. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე ცუდად წავა, ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავარ!

დახმარებისთვის ხომ არ მიგიმართავთ მაჟორიტარი დეპუტატისთვის ან ადგილობრივ ხელისუფლებისთვის?

იზო ჭელიძე: თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ მიმართოთ დეპუტატს, რომ გვიშუამდგომლოს ჩვენი პრობლემების მოგვარების თაობაზე.

ბავშვებო, რაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?

გიორგი : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პატარა სახლი; ვოცნებობ, რომ დედა არ ტიროდეს და ჩემი პატარა ძამიკოს სათამაშოები ჰქონდეს...

ლუკა: მე ვოცნებობ სამხედრო მანქანაზე, რადგან მინდა გამოვიდე მეომარი!

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჭელიძეების ოჯახს ძალიან უჭირს ამ ეტაპზე. მათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს ჩვენს დახმარებას. ისინი საჭიროებენ პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!

მისამართი: ქ. ბაღდათი, თამარ მეფის ქუჩა, 13, ტელ.: 577381469. მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42