ჰონგ-კონგში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტონ აქცია ჩატარდა, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების გამო, რომელიც კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციებში ჩინეთის სახელისუფლებო მედიამ „საზღვარგარეთული ძალები“ დაანაშაულა, რომლებიც „ჩინეთისთვის ზიანის მიიყენებას ცდილობენ“.
კვირას გამართული საპროტესტო აქცია, ყველაზე მასობრივი იყო 1997 წლის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთმა ქალაქი-სახელმწიდო ჩინეთის სუვერენიტეტის ქვეშ დააბრუნა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, პოლიციის შეფასებით კი მათი რიცხვი 240 ათასს აღწევდა.
პროტესტის მიზეზი გახდა საკანონმდებლო ცვლილების განხილვა, რომელიც სხვა ქვეყანების მიერ დანაშაულში ბრალდებული ადამიანების ავტონომიური რაიონიდან ექსტრადიციის რეგულირებას ახდენს. თუ ცვლილებას მიიღებენ, ქალაქ-სახელმწიფოს მაცხოვრებლების ექსტრადიცია შესაძლებელი იქნება იმ ქვეყნებშიც კი, რომელთანაც ჰონგ-კონგს ამის შესახებ შეთანხმება არ აქვს, მათ შორის ჩინეთის ავტონომიურ ერთეულ - მაკაოში, ტაივანში და კონტინენტურ ჩინეთში.




მასალის გამოყენების პირობები






