რუსი ჟურნალისტი, რომელიც მაღალჩინოსნების კორუფციას იძიებდა, მძიმე დაზიანებების გამო პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი
მსოფლიო - 19:44, 08 Jun, 2019     903
მოსკოვში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტი ივან გოლუნოვი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და სავარაუდოდ, ნეკნის მოტეხილობაც აქვს.


"მედუზას" გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი ხუთშაბათს დააკავეს მოსკოვში. ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს ის უარყოფს. საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრთან საუბარში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაკავებამდე ორი კვირით ადრე მას ემუქრებოდნენ.

გოლუნოვის ადვოკატი დმიტრი ჯულაი აცხადებს, რომ, მისი აზრით, მის კლიენტს აკრძალული ნივთიერება სპეციალურად ჩაუდეს, რათა ის დაეკავებინათ. მისი თქმით, გოლუნოვი სცემეს და პოლიცია უარს ამბობდა აიღო მისი ფრჩხილების სინჯები, რათა დადგენილიყო ჰქონდა თუ არა ეჭვმიტანილს ნარკოტიკთან შეხება.

36 წლის გოლუნოვი მოსკოვში მაღალი რანგის პირებს შორის კორუფციას იძიებდა და „მედუზა“ მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მის პროფესიულ საქმიანობასთან არის კავშირში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბოლო წლებში რუსეთში მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები დააკავეს. ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთის ხელისუფლება ამას არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42