ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფა - კომპანია "ავიატორი +" - ის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 15:57, 08 Jun, 2019     1351
ყაზბეგში მომხდარი ტრაგედია - შპს „ავიატორი +“ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ავიატორი +“ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ გაცემული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერთიფიკატის მფლობელი კომპანიაა. იგი ფლობს კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. ვერტმფრენი მუდმივად გადიოდა ტექნიკურ დათვალიერებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების პროგრამის (AMP) შესაბამისად.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ, ვერტმფრენმა ბოლო ტექნიკური შემოწმება გაიარა 2019 წლის 22 მაისს.

„შპს „ავიატორი +“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 6 ივნისს სტეფანწმინდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. 6 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პილოტის მიერ საფრენოსნო გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაეცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. ბორტზე პილოტის გარდა იმყოფებოდნენ “ავიატორი +ის” ფრენების კოორდინატორი და სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი – შვეიცარი. თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომელს, აქვს უფლება პილოტთან ერთად შეასრულოს არაკომერციული რეისი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პილოტი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. პილოტი ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ჰქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათვე ინფორმაციით, კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

„კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია მწარმოებელთან და იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი უახლოეს მომავალში“, – აცხადებენ კომპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42