ამერიკის თავდაცვის მდივანმა,პატრიკ შანაჰანმა თავის წერილში განაცხადა,რომ თუ თურქეთი შეისყიდის რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს ს-400-ს ,ფ-35-ის სრულყოფვისა და განვითარების ერთიან პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.თავდაცვის მდივნის თანაშემწემ,ელონ ლორდმა აღნიშნა,რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევანს თურქი პარტნიორები შეაჩერებენ ს-400ზე,ისინი ვერ მიიღებენ ვერც ერთ გამანადგურებელს და მათთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს შეისყიდის აშშ. ამერიკული მხარის მთავარ შეშფოთებას თურქეთის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით წარმოადგენს ის,რომ ს-400ის რადარებით მოხდება ფ-35-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა,რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, მოახდინოს ჰსთ სისტემის სრულყოფა უახლეს მე-5 თაობის გამანადგურებლებთთან ბრძოლაში. აშშ-ს მიერ გაცემული ბოლო ვადა ს-400ის ყიდვის გადაფიქრებასთან დაკავშირებით არის 31 ივლისი. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ,რომ შტატებშ უარი განაცხადეს ფ-35-ისთვის თურქი პილოტების მომზადებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






