რომის პაპმა „მამაო ჩვენოს“ ტექსტი შეცვალა
მსოფლიო - 21:13, 06 Jun, 2019     3098
რომის პაპმა ფრანცისკემ ლოცვის „მამაო ჩვენო“ იტალიური თარგანის ტექსტში ცვლილება შეიტანა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ლოცვის ახალმა რედაქციამ კათოლიკე მღვდლების ნაწილის და სოცქსელების მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.


ტექსტის ცვლილებაზე თეოლოგები და მღვდელმსახურები 16 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ახალი ვარიანტი კი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა. ახალ რედაქციაში სიტყვები „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ჩანაცვლდა „არ მოგვცე საშუალება განსაცდელში ჩავარდნის“

რომის პაპი ტექსტის ცვლილების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა. ის განმარტავდა რომ არსებული თარგმანი არასწორად განმარტავდა ღვთაებრივი ქმედების არსს.

„ღმერთი არ გვაგდებს განსაცდელში, არამედ გვეხმარება დაცემის შემდეგ წამოვდგეთ... ეს ცუდი თარგმანია, იმიტომ რომ აქ საუბარია ღმერთზე რომელიც ცდუნებაში გვაგდებს. ის რომელიც ცდუნებას შთაგვაგონებს- სატანაა, ეს სატანის როლია.“- ამბობდა რომის პაპი.

იმ სასულიერო პირების არგუმენტი, რომლებიც ლოცვის ტექსტის ცვლილებას ეწინაღმდეგებოდნენ, არის ის რომ ლოცვა უნდა დარჩეს იმ სახით, რომლითაც ის ახალ აღთქმაშია.

„მამაო ჩვენო“ -ერთადერთი ლოცვაა, რომლის ტექსტიც, სახარების თანახმად, მოციქულებს პირდაპირ ქრისტესგან გადაეცათ და ეს ლოცვა ყველაზე გავრცელებულია მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42