ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც არარსულწლოვანი სკოლაში გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ ის ორსულად იყო. გოგომ ბავშვი იმავე დღეს გააჩინა.
„მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა. შემეშინდა და არავის ვუთხარი. ვიდრე ბავშვი არ გავაჩინე, არ ვიცოდი თუ ორსულად ვიყავი. არც მუცელი მეტყობოდა. როცა მკითხეს, ვისგან ვიყავი ორსულად, მშობლებსაც ვუთხარი და პოლიციასაც, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ“, - უთხრა გოგომ "რეგინფოს".
მამაკაცი, რომელსაც გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ გოგოსთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული კაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.
გოგოს ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






