მგზავრების საყურადღებოდ: პირველი ივლისიდან, თბილისის მეტრო 23:00 საათამდე იმუშავებს
საზოგადოება - 09:31, 01 Jul, 2019     3783

ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება.

„ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის გამო, მეტრო მუშაობის განრიგს ერთი საათით შეამცირებს.

„პროექტი მზად არის, გვყავს კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება. პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. ჩემთვის, ჩემი თანამრომლებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პირველი ივლისიდან, მეტრო მუშაობას დილის 06:00 საათიდან დაიწყებს და ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე დაასრულებს. ჩემი თხოვნა იქნება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომ აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ყველანაირად ინფორმირებული იყოს”, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42