„პალატაში გონი უეცრად დაკარგა“ - რა მოხდა გორის ჰოსპიტალში და რატომ გარდაიცვალა მოულოდნელად 31 წლის ლევან ჯიოშვილი
შემთხვევა - 09:28, 05 Jun, 2019     1960

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. “ნიუპოსტის” კორეპონდენტის ცნობით, ლევან ჯიოშვილი ჰოსპიტალში ორი დღის წინ მივიდა. ჯიოშვილების ახლობელის, გიორგი ბერიანიძის თქმით, ოჯახს აცნობეს, რომ მამაკაცს ფილტვების ანთება ჰქონდა, რის გამოც მოხდა მისი სტაციონარში განთავსება. მდგომარეობა გართულდა და გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

"ლევანი ჰოსპიტალში საკუთარი ფეხით მივიდა მხარი სტკიოდა, ექიმებმა კი დააწვინეს. ამ დრომდე არ ვიცით მისი გარდაცვალების მიზეზი არაფერს გვეუბნებიან" - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელი გიორგი ბერიანიძე.

ჰოსპიტლის ექიმის განმარტებით, მკურნალ ექიმთან შეთანხმების თანახმად, პაციენტი დილით შემდგომი კვლევებისთვის თბილისში ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უნდა გადაეყვანათ. “31 წლის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა 2 ივნისს. წინასწარ ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა მწვავე პნევმონია. კერძოდ, მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილის ტუბერკულომა. ამ კვლევის საფუძველზე თერაპიულ განყოფილებაშის ინტენსიურ ბლოკში მოთავსდა. მიმდინარე მკურნალობის ფონზე მდგომარეობა იყო სტაბილური. დღეს პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში გონი უეცრად დაკარგა. მაშინვე ბრიგადა გამოვიძახეთ. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო. 17.30 წუთზე დაფიქსირდა უეცარი სიკვდილი." - ამბობს ინფექციური განყოფილების წარმომადგენელი ნელი ჯავახიშვილმა.

31 წლის მამაკაცს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზა გვიან ეამით ჩაუტარდა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42