გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები უცნობია, ოჯახი წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და მათი მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.~
ჯიოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ის საავადმყოფოს მაღაზიაში გავიდა, შემოსვლის შემდეგ კი მოულოდნელად გარდაცივალა.
"ექიმი არ გამოვიდა და არაფერი ცნობა არ მოგვცეს, რა იყო დიაგნოზი. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ.
თავად კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს პაციენტის გადასარჩენად.
"პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,"-აცხადებს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ჯავახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






