თსუ-ში დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტი“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 18:26, 04 Jun, 2019     873

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო მაღრაძის პოემის - „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

„როგორც ვიცით, აფხაზური არის მეორე სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მას სჭირდება გაფრთხილება, დახმარება, განვითარება. ყველაფერი, რაც ითარგმნება ქართულიდან აფხაზურზე ან აფხაზურიდან ქართულზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისთვის. დათო მაღრაძის წიგნის თარგმანი გავაგზავნე ჩემიანებთან აფხაზეთში. მათ წაიკითხეს და ძალიან მოეწონათ,“- განაცხადა პოემის აფხაზურად მთარგმნელმა ირმა ოსია-კინწურაშვილმა.

თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, „ჯაკომო პონტის“ ოსურ ენაზე მთარგმნელის ნაირა ბეპიევას თქმით, „პოემას აქვს მაღალი საკაცობრიო ღირებულებები, რაც ყველასთვის საერთოა. თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გამოვეცით ოსი მწერლები ქართულ ენაზე, თანამედროვე მწერლების მოთხრობები, ასევე, ვთარგმნეთ კლასიკოსები. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ის, რომ ჩვენ ამ ენებზე თარგმანები წარმოვადგინეთ, ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს, თანამშრომლობას ოსებთან, აფხაზებთან, ჩერქეზებთან და კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეისათვის.“

„ჯაკომო პონტი“ დღემდე თარგმნილი იყო მრავალ ენაზე; გერმანულ, ინგლისურ, თურქულ, რუსულ და სხვა ენებზე. ახლა კი მას შეემატა კავკასიაში მცხოვრებთა ენებზე თარგმანები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წიგნი აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნეს სოხუმელმა, ცხინვალელმა და თბილისელმა (ირმა ოსია-კინწურაშვილმა, ნაირა ბეპიევამ) კოლეგებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არსებით რეალობას - შემოქმედებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრადიციები ამ ხალხებს შორის კვლავაც წარმატებით გრძელდება.

„ჯაკომო პონტი“ ნათარგმნია ჩვენი მოძმე კავკასიელი ხალხის - აფხაზების, ოსების და ჩერქეზების ენებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რთულმა პერიოდმა ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორა. აუცილებელია კულტურული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი თავიდან გავიცნოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ,“- აღნიშნა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა.

პოეტ დათო მაღრაძის თქმით, „წიგნი არ ეხება ხალხთა მეგობრობას; იგი ეხება ხელოვანის თავგადასავალს ძალადობრივ სახელმწიფოში, აგრესიულ-პროვინციული გარემოთია შეზავებული. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოსურად ეთნიკურმა ოსებმა თარგმნეს, აფხაზურად- ეთნიკურმა აფხაზებმა, ჩერქეზულად- ეთნიკურმა ჩერქეზებმა. ეს არ არის ქართული ინიციატივები, ეს არის სახელოვნებო სამყაროს წიაღში გაჩენილი ბუნებრივი მოთხოვნილება და იმედია, საინტერესო იქნება, აფხაზი, ოსი ჩერქეზი, კავკასიელი მკითხვლეისთვის, ისევე როგორც ამერიკელისთვის, უნგრელისთვის, თურქისთვის, იტალიელისთვის და ა.შ.“

„ჯაკომო პონტის“ ახალი თარგმანები გამოიცა იორდანიაში ჩერქეზული და აფხაზური დიაპორების ინიციატივით. ღონისძიება თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42