"ჩემი გული წაიღე... დამელოდეთ, მოვა დრო ისევ ჩაგეხუტებით" - რას წერდა 15 წლის დაღუპული გოგო გარდაცვალებამდე
საზოგადოება - 15:53, 04 Jun, 2019     9749
თბილისში, 15 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი ლენო გვარჯალაძეა, რომელიც მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძისა და მეუღლე ტელეკომპანია "მაესტროს" პოპულარული გადაცემის"ტოროლას" ცნობილი წამყვანი ლულუ კახიანის შვილია.

დაღუპული გოგო, ცოტა ხნის წინ ლისის ტბაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილ ნიკა ჯორჯაძესთან და ბექა ჩიტიგაშვილთან მეგობრობდა.

„ვიფიქრე დიდ ხანს დამეწერა თუარა...ემოციებს თავს ვერ ვუყრი...არის რაღაცეები რაც მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო,ვიკივლო, მაგრამ მირჩევნია დავწერო...7 მაისია...ივას და დათას ვაღვიძებ, “ადექით გიომ დამირეკა რაღაც ხდებაო უნდა წავიდე” ტელეფონი რეკავს...ნიკუშაა...”ივა დამალაპარაკე” ვაწვდი ტელეფონს.სახე ეცვლება.ფერი მისდის.”რა ხდება?” “არაფერი” ვერ მპასუხობს ვერაფერს.აი კიდევ რეკავს ტელეფონი.უცხო ნომერია. “ეი შენ ხო ლენო ხარ ბექას შეყვარებული?” დავიბენი მეთქი ვინაა ან რაუნდა.”რა ხდება” “ჯერ არ უთქვამთ შენთვის?”...მახსოვს გამწარებული როგორ დავეცი ძირს,ვტიროდი,ვკიოდი,”არა ოღონდ ჩემი ბიჭი არა” ისევ ტელეფონი რეკავს.ისევ.ისევ.არ ჩერდება...”სიმართლეა” დავნებდი ბოლოს...ყველაფერი ერთად გამახსენდა.როგორ გაგიცანი.სულ ტანსაცმელზე რომ ვჭიდაობდით. როგორ ვიჯექით შენთან სახლში და ღადაობა ფილმებს ვუყურებდით,ვხატავდით,მუსიკ ას ვუსმენდით,ვჭიდაობდით,მე სახლს გილაგებდი შენ ურევდი... როგორ ჩაგვეძინებოდა ხოლმე ერთად შენს საწოლზე ცხოვრებისგან და უსაქმურობისგან გადაღლილებს. როგორ მოხვიდოდი,თვალიდან ცრემლს მომწმენდდი,მაკოცებდი, ჩამეხუტებოდი და მეტყოდი “ყველაფერი კარგად იქნება ბო არ დაიგრუზო არ მიყვარს ასეთს რომ გიყურებ” “გაიღიმე გაიღიმე,აი ეს უკვე ჩემი გოგოა” “კაი რა სულ იცინი რა გჭირს”.მახსოვს მთხოვე გამოდიო და მე გითხარი შენს მეგობრებს არ მოვწონვარ და ჯობია სხვა დროს გნახო ცალკე თქო.”ფეხებზე მკიდია ვის მოწონხარ და ვის არა მე მინდა რომ აქ იყო,ჩემთან ერთად რო იქნები გარშემო სამყარო სულ დაგავიწყდება”.მახსოვს როგორ შეგვეძლო სახურავზე ასვლა და საათობით ლაპარაკი.გახსოვს კალათბურთის თამაშს რო მასწავლიდი? იმდენად უნიჭო აღმოვჩნდი რო მხრებზე რო შემომისვი აჰა ჩატენე მაინცო იმის მერე მაგ სტადიონზე ეგ ერთი კალათა აღარაა.სულ რო გვშიოდა და სულ რო კვერცხს მიწვავდი. კეტებში ფოსფორი რო ჩამისხი. ლოგინზე რო დამსვი და თვალები დამახუჭინე “ნახე ეჰა რა ვქნა” და წინა სალტოთი დამახტი და გადმოვგორდით ლოგინიდან. შუა პლატოზე რო ბოლო ხმაზე ვრთავდით სიმღერებს დინამიკში ღამის ორზე და დავდიოდით ესე.მახსოვს პირველად რო ამოვედი პლატოზე მარტო,ვიღაც ბიჭი მოვიდა და მითხრა “შენ ის გოგო არ ხარ ბიკი რო სულ გეხუტება?” მოგონებები.მხოლოდ ესღა დამრჩა.არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.მე შენთან ვარ.ჩემი გული შენ წაიღე. ჰოდა მეც მალე წამიყვანე.რომ ვიკამათოთ თუ ვის ეკუთვნის ის. ეჭვიც არ მეპარება როგორც ადრე. ახლაც შენ იქნები გამარჯვებული. შენი ისევ ნახვის და ჩახუტების სურვილი შიგნიდან მკლავს. იმდენად რომ მზად ვარ ყველაფერი უკან მოვიტოვო რომ კიდევ ერთხელ გავიგონო შენი ნათქვამი “მომენატრე”.რომ ისევ ჩაგეხუტო და ვიგრძნო შენი გულის ცემა.ძალიან მალე ისევ ჩაგეხუტები გპირდები.მენატრები და მიყვარხარ უსაზღვროდ ბო... bae boo s forever" - წერდა ლენო გვარჯალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42