რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს NATO ახალი სამხედრო სტრატეგიით პასუხობს
მსოფლიო - 14:51, 03 Jun, 2019     1057

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, მისგან მომდინარე ბურთვული საფრთხეებისა და ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე NATO-მ ახალი, 4 პუნქტიანი სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს მსოფლიოში სტაბილურობის დამყარებასა და სრული დაცულობის გარანტიების შექმნას. მისი თქმით, უკანასკნელ ათწლეულში ევროპის სამხრეთითა და აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე NATO ცვლის სამხედრო პრიორიტეტებს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.

მოკლედ განვიხილოთ ახალ სტრატეგიაში არსებული პუნქტების მთავარი მიმართულებები.

1. რუსეთის აგრესიის შეჩერება, სამქციები და ზეწოლა კრემლზე

ალიანსი მოსკოვის შეჩერების უპირველეს ზომად პოლიტიკურ ზეწოლას აღიარებს.

ზეწოლის მთავარ იარაღად აშშ-ისა და დასავლეთის მიერ შემუშავებული სანქციებია. NATO აცხადებს, რომ აუციელბელია ამ სანქციების შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში გამკაცრებაც კი. ასევე გათვალისწინებულია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკისთვის დაპირისპირება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

გარდა სანქციებისა, NATO აპირებს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას. საუბარია ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთში არსებული კონტინგენტების გაძლიერებას, რათა მათ შესძლონ მოსალოდნელი აგრესიის შეჩერება და პირველადი წინააღმდეგობის გაწევა.

ალიანსი აპირებს ასევე გააგრძელოს დახმარება უკრაინისა და საქართველოსთვის, მათი სამხედრო პოტენციალის გაძლიერების კუთხით, რაც, დოქტრინის შემქმნელთა აზრით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და გააძლიერებს NATO-ს გავლენას ევროპაში.

"ალიანსი არ იწყებს მილიტარიზაციის მსხვილ პროცესს. არსებობს რეალობა, რომელიც რუსეთმა შექმნა, ხოლო ჩვენ კოლექტიური თავდაცვით ვართ დაკავებული და ვაკეთბს იმას, რასაც ჩვენგან წევრი ქვეყნები და მოკავშირეები ეკლოდებიან," - აცხადებენ ალიანსში.

ამავე მიმართულებით იგეგმება ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარება ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში.

2. შავი ზღვის რეგიონი

საქართველოში განხორციელებული აგრესიისა და განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ აშკარად გამოიკვეთა რუსეთის სურვილი, რომ შავ ზღვაზე ერთადერთი ჰეგემონი იყოს.

ალიანსში აცხადებენ, რომ იყო დრო, როდესაც შავი ზღვის რეგიონი უსაფრთხო იყო მაგრამ რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ რეალობა შეცვალა, ამ მიმართულებით და NATO-სთვის ბალტიის ზღვამ მეორე პლანზე გადაიწია.

როგორც ახალი სტრატეგიის მეორე პუნტშია მოხსენიებული, NATO ზრდის თავის კონტინგენტს შავ ზღვაში - საუბარია სამხედრო თვითმფრინავებით პატრულირებაზე, აკვატორიაში ფრეგატებისა და სხვა სამხედრო გემების გადაადგილებაზე.

"შავი ზღვა არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანას ეკუთვნის და ჩვენ ყველას მუდმივად შევახსენებთ ამას," - აცახდებს ალიანსის მრჩეველი რუსეთის საკითხებში რობერტ პშელი.

"დადგა ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შავიზღვისპირა რეგიონი არასტაბულური იქნება, რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნის გამო," - აცხადებს ჯეიმს აპატურაი, ალიანის გენმდივნის წარმომადგენელი.

მისი თქმით ალიანს აქვს გრძელი სია, შავ ზღვაში დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების სწავლებებისა, სადაც NATO და მისი მოკავშირეები (იგულისხმება უკრაინა და საქართველო) მიიღებენ მონაწილეობას.

3. NATO-ს მოკავშირეთა დახმარების პაკეტები

დოქტრინის პირველივე პუნქტშა აღნიშნული, რომ ალიანსმა უმდა გააგრძელოს მისი მთავარი მოკავშირეების - საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების აღმოჩენა. მესამე პუნქტში კი საუბარია კონკრეტულ პაკეტებზე, რომელთაც მათი სამხედრო პოტენციალისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება უნდა უზრუნველყონ.

NATO საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობას, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც ალიანსის წარმოამდგენელთა განცხადებით დიდი ხანია მიისწრაფის NATO-ს წევრობისკენ, ხოლო ქვეყნის უმაღლესი პირები ათწლეულებია, რაც აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ქვეყნის უსაფრთხოების ერთდერთი გარანტია.

ალიანსის ეგიდით ბოლო, 2019 წლის მარტში ჩატარებული სამხედრო სწავლებების დროს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სწავლებები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა, აქვე მიანიშნა რუსეთზე, როდესაც აღნიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეამოწმონ მზადყოფნა შესაძლო აგრესიის მოგერიების კუთხით.

დახმარების პაკეტებში ასევე საუბარია დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ალიანსის სტანდარტებთნ მიახლოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

4. კიბერუსაფრთხოება

დოქტრინის მეოთხე პუნქტში დიდი ადგილი ეთმობა კიბერუსაფრთხოებას. დოქტრინაში აღნიშნულია, რომ კიბერშეტევა დღეისათვის ერთერთ მთავარ შეტევით იარაღად განიხილება მსოფლიოში. მას შეუძლია ქვეყნების ეკონომიკას მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენოს. ხოლო ხელოვნური ინტელექტის კიდევ ურო დახბვეწა ამ საფრთხეებს გააძლიერებს.

ახალი დოქტრინით, კიბერშეტევა ალიანსის რომელიმე წევრ-ქვეყანაზე NATO-ს წესდების მეხუთე პუნქტით უნდა დარეგულირდეს - ანუ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად, რისგან თავდასხმის ობიექტის დაცვაც ალიანსის ერთერთი მთავარი დანიშნულებაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ამ მიმართულებითაც გაიზარდა.

ალიანსის დოქტრინის თანახმად, 2023 წლისთვის ორგანიზაცია შემნის სრულყოფილ სისტემას რომლის მტავარი ამოცანაც კიბერსაფრთხეების აღმოჩენა, გაუვნებელტოფა და კინტრზომების მიღება იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42