თსუ-ს სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა
საზოგადოება - 14:52, 03 Jun, 2019     580

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუდენტური ექსპედიციისთვის ემზადებიან. 30-მდე სტუდენტმა სამზადისი ფოკადან, ფარავნის ტბიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში კარვებით იყვნენ დაბანაკებული.

ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები სამცხე-ჯავახეთში იცხოვრებენ. ისინი ადგილობრივებთან ერთად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაგეგმილია ექსკურსიები, ფილმების ჩვენება; ერთი თვის მანძილზე თსუ პროფესორები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ და სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

სტუდენტების წინასაექსპედიციო სამზადისს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი შეუერთდა. რექტორის მოადგილე ფოკაში სტუდენტებს ესტუმრა, მათ გეგმებს გაეცნო და წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრო.

„სტუდენტები აყალიბებენ ჯგუფს, რომელიც ერთ თვეში ექსპედიციის ფარგლებში ეწვევა ახალქალაქს. ამ ექსპედიციის მიზანია , მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს მოსახლეობასთან , მაქსიმალურად გაეცნონ ადამიანები ერთმანეთს და დაუახლოვდნენ თანატოლებს,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

სოფიო ნიშნიანიძე თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. სოფიო წლევანდელი ექსპედიციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის უკვე ოთხი წელია, რაც სტუდენტურ ექსპედიციაში აქტიურად მონაწილეობს. „სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობენ ჯავახეთში, ეცნობიან აქაურ კულტურას, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, დადიან ექსკურსიებზე, იმართება ფილმების ჩვენება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ ექსპედიციაში,“ - აღნიშნა სოფიო ნიშნიანიძემ.

თსუ სტუდენტური ექსპედიცია 2001 წლიდან ეწყობა. წლევანდელი ექსპედიცია 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42