"მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დამტოვა... მისთვის სინანულის მსგავსი არაფერი შემიტყვია"
საზოგადოება - 12:35, 03 Jun, 2019     2271
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ „კვირის პალიტრასთან“ მისი შვილის შესახებ ისაუბრა. ნათია საყვარელიძის თქმით, მისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს, რადგან მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დატოვა.

„ახლა ყველაზე ნაკლებად ვნერვიულ­ობ იმაზე, აპელაცია ძალაში დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს, ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია. არა აქვს მნიშვნელობა, 10 წელს მისცემენ თუ 50-ს, ლევანს ვერასდროს დავიბრუნებ. მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დამტოვა.

დღემდე ავითარებენ ვერსიას, თითქოს ლევანი ორი დანით ორმა დაჭრა, რაც, სავარაუდოდ, დაცვის მოფიქრებული ხრიკია,­ რომ გ.ბ. გაამართლონ. არავითარი მეორე არ არსებობს. მოწმე­ დიანა ბოლოთაშვილი პირველ სართულზე ცხოვრობს, მან უყურა ამ სცენას. რატომ­ მიეჭრა და გაიმეტა გ.ბ.-მ ლევანი, ამაზე პას­უხი არა მაქვს. მოწმის სიტყვები დღემდე ჩამესმის, სანამ დანა არ დაარტყა, არ მოეშვაო. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, დავრწმუნდი, არანაირი აფექტი არ ყოფილა: ეს ბიჭი, გ.ბ., მიდის­ და კვალის დაფარვას­ ცდილობს. ყველა ნაბიჯი ცივი გონებით გათვალა, ჯერ მეგ­ობარს დაამალვინებს დანას, სახლში ტანსაცმელს იცვლის, რეცხავს და მერე ყველაფერს იმით აგვი­რგ­ვინებს, რომ მშვიდად ჯდება ინგლისურის გაკვეთილზე. მისთვის სინანულის მსგავსი არაფერი შემიტყვია...

მინდა ზაზა სარალიძემაც იპოვოს სიმართლე. ზაზამაც უნდა იცოდეს, ვინ მოუსწრაფა მის შვილს სიცოცხლე.“- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

სრულად იხილეთ kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42