“იქნებ შევჩერდეთ... ღმერთის თუ არ გვესმის, სინდისი ხომ გვეხმიანება” - მთავარეპისკოპოსი ზენონი
საზოგადოება - 09:55, 02 Jun, 2019     4648
დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

ამდენი ღვარძლი, ამდენი ბოროტმზრახველი სიტყვა, დაცინვა, ლანძღვა- გინება ერთმანეთის მიმართ რა გონებიდან და გულიდან მოემართება. უკიდურესად დავმახინჯდით სულიერად, პიროვნულად. ხომ ნათქვამია: როგორადაც არ გინდა მოგეპყროს სხვა, რაც არ გინდა გისურვოს სხვამ, თავად ნუ უსურვებ და მოეპყრობი მას. ჩვეულებად გვექცა არაადამიანური სიტყვა, ქცევა. ამასთან შეგუება და ამის შეწყნარება ხომ თვითგანადგურების ტოლფასია. ამაზე ითქმევა: ყველა ყველას წინააღმდეგ.

ეს ადამიანობაა?

ეს ქრისტიანობაა?

ეს პატრიოტიზმია?

ეს მოქალაქეობაა?

ეს კეთილსინდისიერებაა? კეთილგანზრახვაშიც კი ბოროტებას ვეძებთ და ზოგიერთს ეს ანიჭებს სიამოვნებას, სიხარულს და ვაითუ ბედნიერებასაც. სიძულვილის მომაკვდინებელი უღელი დავიდგით და ვამბობთ: ერისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთი იქამდე გვინდა, ვიდრე ეს გვინდა.

რატომ? რატომ?

თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემ, სხვისი სიცოცხლე რატომ არ უნდა გიღირდეს არაფრად?! ერთმანეთის სიძულვილით ერის სულიერ და ფიზიკურ სიკვდილს ვუკაფავთ გზას. ერი ხომ პიროვნებისგან, ინდივიდისგან შედგება. სად გაგონილა მოძულე მაშენებლად ან აღმშენებლად, მეგობრად, საიმედოდ, კეთილისმყოფელად. ჩვენ, თვითმკვლელობას ვესწრაფვით და ნუ გავიკვირვებთ, თუ არ ვიქნებით სანდო და სასურველი და მითუმეტეს დასანდობი სხვათაგან. მაშინ, გარეშე მტერზე და და მათგან მტრობაზე ნუ ვისაუბრებთ. სიძულვილი, ზედაპირულობა, უგულობა, ჩასაფრება, დაუნდობლობა, უნდობლობა, შური, მხოლოდ პირადი კეთილდღეობა, თავაშვებულობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, აი ღატაკი სულის, პიროვნების შემოქმედება. და აი, ამ ყველაფერს ვნერგავთ ერთმანეთში და მომავალ თაობებს ვასწავლით, თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენზე ყოფილა ნათქვამი

“კუზიანს სამარის მეტი არაფერი გაასწორებს” და ისიც ხომ მართალია, რომ

“ ხე ნაყოფით შეიცნობა”.

იქნებ შევჩერდეთ და დავრჩეთ ადამიანად. ღმერთის თუ არ გვესმის, სინდისი ხომ გვეხმიანება. ნუთუ, ისე მოგვიცვა არაბუნებრივობამ, რომ ადამიანურობის გამოვლენა ჩვენს ძალას აღემატება.

იქნებ, როგორმე გავითავისოთ:

არ გვეკადრება! არ გვეკადრება!

+მთ. ეპ. ზენონი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42