მიტაცებული ქუჩები თბილისში - „ეს მძღოლებისთვის ფულის მასობრივი და ორგანიზებული გამოძალვაა... შესაძლოა ჰყავდეთ მფარველებიც“
საზოგადოება - 21:30, 01 Jun, 2019     2159
მიტაცებული ქუჩები თბილისში - ტრანსპორტისა და გზების აცოდიაცია ფეისბუქის გვერდზე დედაქალაქში ავტომობილების სადგომებზე არსებულ ვითარებაზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ნადირა ხოშარაულის ქუჩის შესახვევია, თბილისში ('"ელიავაზე"). დიდი ხანია უკვე, რაც ქუჩა შლაგბაუმით კონტროლდება ე.წ. "სტაიანშიკების" მიერ და იქ შემსვლელ-გამომსვლელსაც ისინი აკონტროლებენ. პრაქტიკულად მითვისებული აქვთ გზა და მიუხედავად იმისა, რომ იქ განთავსებული საგზაო ნიშანი კრძალავს ავტომობილის დგომა/გაჩერებას, "სტაიანშიკები" ძალიან მშვიდად გრძნობენ თავს და კანონდარღვევით აჩერებინებენ მძღოლებს ავტომობილს. აქ პარკირება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 საათამდე გაჩერება 2 ლარი და ყოველ ერთ საათში დამატებით 2 ლარი. კანონდამცველებს კი, სულ თავისუფლად შეუძლიათ ავტომობილის ევაკუაციაც და მძღოლის დაჯარიმებაც.

აღნიშნული ფაქტი სცდება უბრალოდ "სტაიანშიკების" თემას და გაცილებით სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. თბილისის მერიიდან ხშირად გაგვიგია განცხადება, რომ "სტაიანშიკებს" შეგვიძლია გადავუხადოთ ან არ გადავუხადოთ თანხა და ეს ნებაყოფლობითია!. ეს, ასე აღარ არის! კერძო პირების მიერ მითვისებულია გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, მთლიანად ქუჩებიც კი.

დედაქალაქელებს, სრულიად გაურკვეველი პირების მიერ უკანონოდ ეზღუდებათ გადაადგილება. ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა. დიახ, ეს ფულის მასობრივი, ორგანიზებული გამოძალვაა და მეტი არაფერი! არადა, ამ ადგილებით სარგებლობის უფლება გვაქვს ყველას!

ჩნდება ეჭვი, რომ გზის მიტაცებას უკანონო საქმიანობისთვის, შესაძლოა ჰყავდეს მფარველებიც! ან თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს სადავეები გაექცათ ხელიდან და სიტუაცია გახდა უკონტროლო. სხვაგვარად ასეთი უკანონობის ახსნა შეუძლებელია.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42