შსს-მ ბავშვებს ლისის ტბაზე უმასპინძლა
საზოგადოება - 17:40, 01 Jun, 2019     672
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბავშვებს დღეს შინაგან საქმენთა სამინისტრომ, კამპანია ”მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში, ლისის ტბაზე უმასპინძლა.


ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობა.


სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვების ცნობიერების ამაღლება. შსს-ს ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათიდან დაიწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო ღონისძიებაზე დასწრება. პირველ ივნისს ლისის ტბაზე ასულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იმიტირებული ქალაქი, სადაც წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონსტრუქციები და გაიცემოდა საბავშვო მართვის მოწმობები.

ასევე, მოზარდები გაეცნენ „112″-ის მობილური აპლიკაციის ინსტალაციას, სადაც ოპერატორებმა მათ აპლიკაციის გამოყენების წესები განუმარტეს. გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო სამინისტროს სხვა დანაყოფების თემატური სივრცეები: „112″-ის შენობის მაკეტი, დაცვის პოლიციის საბავშვო ინსტალაციები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი, ბავშვებს ქიმიური შოუ წარუდგინეს.

საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიულ თამაშში, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება საბავშვო სტუდიის კონცერტით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42