ელტონ ჯონი აღშფოთებულია - რუსულმა კომპანიამ ბიოგრაფიულ ფილმ "როკეტმენიდან" ინტიმური სცენები ამოჭრა
მსოფლიო - 18:35, 01 Jun, 2019     1076

ელტონ ჯონი აღშფოთებულია - რუსულმა გამქირავებელმა კომპანიამ მის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმ "როკეტმენიდან" ის სცენები ამოჭრა, რომელიც მის ინტიმურ ცხოვრებას ასახავდა. ასევე გამქრალია ნარკოტიკებთან დაკავშირებული სცენები. სულ "როკეტმენიდან" ხუთწუთიანი მასალაა ამოჭრილი. რუსი მაყურებელი ფილმს სწორედ ასეთი დამახინჯებული სახით ნახავს. რუსეთში ფილმის საჯარო ჩვენება 6 ივნისიდან იგეგმება.

ჯერჯერბით დაუდგენელია ეს სახელმწიფო ცენზურაა, თუ კომპანიის "თვითცენზურასთან" გვაქვს საქმე

რუსეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ხოლო გამქირავებელმა კომპანიამ განმარტა, რომ ფილმი "რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანეს", თუმცა, ამოჭრილ კადრებთან დაკავშირებით, რუსულ კანონმდებლობაშ არაფერი წერია. იქ უბრალოდ განმარტებულია, რომ გარკვეული შინაარსის (ძალადობა, სექსი, ნარკოტიკები, ალკოჰოლის მიღება და აშ.) ამსახველი კინოკადრები მოზარდებმა არ უნდა ნახონ, ხოლო ფილმს იმთავითვე 17+ რეიტინგი აქვს მინიჭებული.

ტელეკომპანია "Дождь"-ის წამყვანი მიხეილ კოზირევი, რომელიც ფილმის პრემიერას დაესწრო, აცხადებს, რომ ფილმიდან ამოჭრილია მამაკაცების კოცნის სცენები, მამაკაცთა სექსი, ასევე ბევრი ფრაგმენტი, სადაც ნარკოტიკიების გამოყენებაა ნაჩვენები.

მაგალითისთვის - ამოჭრილია ელტონ ჯონისა (მსახიობი - ტერონ ეჯერტონი) და მისი მენეჯერისა და სექს-პარტნიორის ჯონ რაიდის (რიჩარდ მედენი) სცენა, სადაც ისინი შიშვლები არიან, თუმცა სექსუალური აქტის ტექნიკური პროცესი კადრში არ არის.

ელტონ ჯონის გარდა, პროტესტს ფილმის ავტორებიც აცხადებენ და მიიჩნევენ, რომ რუსული ბაზრისთვის ფილმის ცენზურის ქვეშ გატარება და კორექტირება მათთვის მიუღებელია.

ფილმიდან ასევე ამოიჭრეს ტიტრებიანი კადრი, სადაც ნაჩვენებია ელტონ ჯონისა და მისი მეუღლის დევიდ ფერნიშის ფოტოგრაფია, წარწერით - "ელტონ ჯონმა მისი ნამდვილი სიყვარული იპოვა - ისინი 15 წელია უკვე ერთად ცხოვრობენ, იქორწინეს და წ ბავშვს ზრდიან."

კინოკრიტიკოსთა გაკვირვებას იწვევს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კადრების ამოჭრაც.

"ელტონ ჯონმა, როგორც ამ ფილმის პროდიუსერმაგადაწყვიტა, რომ მაყურებლისთვის ეჩვენებინა სადამდე მიჰყავს ადამიანი კოკაინს და რამდენად ცვლის ის ადამიანის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან. ადამიანი უფსკრულში ეშვება. ამ კადრების ამოჭრით, რუსი მაყურებელი გაურკვევლობაში რჩება, მისთვის გაუგებარი იქნება, რომ მთავარი გმირის არაადექვატური ქმედებები ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული. მათთვის დატოვეს მხოლოდ მორალი "ალკოჰოლი - ბოროტებაა". ეს ღუპავს ფილმს," - აცხადებენ კრიტიკოსები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42