12 მოკლული და 4 დაშავებული - მასობრივი შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში
მსოფლიო - 13:26, 01 Jun, 2019     1824

მასობრივი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა აშშ-ში. ვაშინგტონიდან 355 კილომეტრში, ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 12 ადამიანი, 4 კი დაშავდა.

გამოძიება თავდამსხმელი ვინაობას არ ასახელებს, თუმცა Wall Street Journal-ი ადგილობრივ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის კომუნალური სამსახურის თანამშრომელი იყო.

თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

სროლა ატლანტის ოკეანის სანაპირო ქალაქ ვირჯინია ბიჩის მუნიციპალურ შენობაში საღამოს 4 საათზე გაისმა. დაზარალებულთა შორის არის პოლიციის ოფიცერიც, თუმცა, როგორც სამართალდამცველებმა თქვეს, ის ჯავშანჟილეტმა იხსნა.

„მსხვერპლი შენობის სამივე სართულზე აღმოვაჩინეთ. ასევე ერთი ცხედარი შენობის გარეთ, მანქანაში იყო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახდინოთ შენობაში მყოფი ყველა ადამიანის იდენტიფიცირება, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დადგენილია თავდამსხმელის ვინაობაც. მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და ორმხრივი სროლა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,“ - განაცხადა ვირჯინია ბიჩის პოლიციის უფროსმა, ჯიმ სერვევამ.

„ყველაზე საშინელი დღე ვირჯინია-ბიჩის ისტორიაში. დაშავებულები ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეზობლები და კოლეგები არიან“ - განაცხადა ქალაქის მერმა ბობი დაიერმა.

მომხდარის შესახებ საქმის კურსში სასწრაფოდ ჩააყენეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შტატის სენატორმა თიმ ქეინმა ამ თავდასხმის შემდეგ განცხადება ტვიტერის საშუალებით გააკეთა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ზეწოლას კონგრესზე, რათა იარაღით ძალადობა თავიდან აცილებული იყოს.

ვირჯინია-ბიჩი მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და ის 450 ათასი ადამიანი ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42