დღეიდან, 31 მაისიდან სავალდებულო გახდა, რომ მწარმოებელმა თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე 3 თვით ადრე ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარუდგინოს ყველა ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობასა და მის ქიმიურ დანამატებზე. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, ჯარიმა დაეკისრება. საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა 5 000 ლარით დაჯარიმდება.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ყველაფერ ამის გამო სიგარეტი შესაძლოა, კიდევ გაძირდეს.
მასალის გამოყენების პირობები






