მოქალაქეთა შესაძლებლობით, შესაძლებელი გახდა, ელენიკი თურქეთში ქალაქ სამსუნში გადაყვანათ, სადაც მას მკურნალობა უტარდება.
დღეს კი ელენეს დედამ, დარეჯან ღლონტმა სასიხარულო ინფორმაცია ამცნო ელენეს გულშემატკივრებს.
"ჩემო საყვარელო ადამიანებო და ელენეს გულშემატკივრებო მინდა ჩვენი ბედნიერი განცდები გაგიზიაროთ:
დღეს ძალიან დიდი თხოვნით ექიმმა ნება დამრთო ხელში დამეჭირა და გულში ჩამეკრა ჩემი ანგელოზი, ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ამ გრძნობას... მთელი სხეული მიკანკალებდა და ვნერვიულობდი, სანამ ინკუპატორიდან გამოიყვანეს და ხელში აყვანის უფლება მომცეს. როცა ჩემი ტკბილი გოგო მივიხუტე, აურაცხელი სიმშვიდე მოვიდა ჩვენთან.
8 თვე ველოდი მის დაბადებას, შემდეგ როცა მოევლონა ამ ქვეყნას, ერთი კვირაა თვალით არმინახავს. ფოტოებით გავიცანი და როცა პირადათ ვნახე მხოლოდ შეხების უფლება მქონდა
ორი თვე ვერ ვიხუტებდი ჩემს ანგელოზს და როცა ეს დრო დადგა და ვიგრძენი მისი სითბო და სურნელი ეს არაამქვეყნიური გრძნობაა. უდიდესი ძალა ვიგრძენი მისგან, ახლა უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ ელენიკოსთვის და მჯერა, რომ თვითონაც იგრძნოს დედიკოს ძალა და კიდევ უფრო გაძლიერდეს. მადლობა უფალს ამ გრძნობისთბის, რომ ჩემი ლოცვა შეისმინა.
სამწუხაროდ, ელენიკო ისევ ინკუპატორშია. ველოდებით, წონაში მოიმატოს და მოძლიერდეს, რომ ამოიყვანონ. დღეის მდგომარეობით 2,95 კილოგრამია.
ისევ აპარატით სუნთქავს დროდადრო აჩვევენ აპარატის გარეშე სუნთქვას, თუმცა დამხმარე ჟანგბადის საშუალებით რადგან სრულიად დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია.
ვინც არ იცით, ელენიკოს აქვს ჩამოუყალიბებელი ხორხი, რომლის ჩამოყალიბებას ერთი წელი სჭირდება. ასევე ლარინგომანეზი ანუ საყლაპავი მილის შევიწროვება და ჯერჯერობით დამოუკიდებლად ჭამა არ შეუძლია, ასევე ველოდებით გენეტიკური ანალიზის პასუხს. ამ ეტაპზე ყველა ინფექციის დონე განულებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობით ჩამოვიყვანეთ საქართველოდან სისხლის ნაკლებობით, კუჭნაწლავის პრობლემით, ინფექციებით ფილტვებზე პრობლემით.
ელენე კიდევ მინიმუმ ერთი ან ორი თვე სტამბულის kolan საავდმყოფოში უნდა იყოს, ეს კი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან გთხოვთ, ვის როგორც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. ჩვენ რომ აქამდე მოვედით თქვენი დამსახურებაა, დიახ, მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, ელენე რომ ცოცხალია, თქვენი და უფლის დამსახურეებაა. მადლობა თქვენ თითოეული თეთრისთვის და ლოცვისთვის. მადლობა თითოეული გამამხნევებელი სიტყვებისთვის, რომლისგანაც უდიდეს ძალას ვიღებ, ძალიან მიყვარხართ ყველანი"- წერს პატარას დედა.
დახმარების მსურველებისთვის საჭირო ინფორმაცია:
☎ 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან.
დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები.
დანიშნულებაში მიუთითეთ ელენე წულაძე
თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია
აპარატებიდან: #თიბისი #ფეის
საბანკო მომსახურება
აირჩიეთ იურდიული პირი
იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867
დაბადების თარიღი 03.10.1982
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საქართველოს ბანკის აპარტები
იურიდული პირი ან კომპანის ანგარში
იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
მასალის გამოყენების პირობები






