შემზარავი სანახაობაა, 80 წლის ავადმყოფი დედისა და მისი ფსიქიკურად დაავადებული შვილის შეჭირვებული არსებობა.
მხოლოდ დედას შეუძლია მიუძღვნას მთელი თავისი ცხოვრება შვილს! მიუხედავად უძლურებისა, დედობრივი მოვალეობა მას სიცოცხლის ძალასაც კი აძლევს.
ჩვენ გავესაუბრეთ რედიკო ფიროსმანაშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა საკუთარი პრობლემები.
- როგორ ახერხებთ თქვენს ასაკში ავადმყოფი შვილის მოვლას?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ყოველდღიურად უფრო და უფრო მიჭირს ჯემალის მოვლა, მაგრამ ჩემს გარდა არავინ ჰყავს. როგორც ჩანს, ესეთი ყოფილა ჩემი ბედი.
- რამდენი წლის არის?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჯემალი 51 წლისაა. ის ფსიქოლოგიური აშლილობით იტანჯება. საკუთარ თავს საერთოდ ვერ უვლის, მუდმივი ყურადღება სჭირდება, შემთხვევით რამე რომ არ დაუშავოს საკუთარ თავს. წესით უკვე ჩემი სიკვდილის დროა, მაგრამ უჩემოდ ვერ იცოცხლებს და ამის უფლება არ მაქვს.
-თქვენი მეუღლე?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჩემი მეუღლე 2008 წელს გარდაიცვალა. სანამ ცოცხალი იყო, ერთად ვზრუნავდით შვილზე, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ აბსოლუტურად მარტო ვარ.
- წარმოშობით საიდან ხართ?
რედიკო ფიროსმანაშვილი: ჩვენ კახეთიდან ვართ, სიღნაღის რაიონიდან. განათლებით ეკონომისტი ვარ, ჩემი მეუღლე ინჟინერი იყო. ტიბაანის კოლმეურნეობაში ვმუშაობდით. როდესაც ჩვენი შვილი დაავადდა, გავყიდეთ სახლი და თბილისში გადმოვედით. ბავშვს სჭირდებოდა რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა, ხოლო სოფელში ამის საშუალება არ იყო. ჩემი ქმარი ტაქსის მძღოლად ვმუშაობდით, ნორმალურად ვიყავით, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცა.
- რა არის თქვენი შემოსავალი გყოფნით?
რედიკო ფიროსმანაშვილი: პენსია და სოციალური დახმარება 100 ლარის ოდენობის. თითქმის მთელი თანხა წამლებზე გვეხარჯება. ბოლო წლები ტროფიკული წყლულიც ტანჯავს ჩემს შვილს. ერთი ფეხი თითქმის მთლიანად გაუშავდა. ხშირად მხოლოდ პურითა და წყლით იკვებება და მის დაავადებას ეს უფრო ამძაფრებს.
-რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად?
რედიკო ფიროსმანაშვილი: წამლები და საკვები. არ გვაქვს სარეცხი მანქანა. გვაქვს ძველი, გაფუჭებული მაცივარი.
მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარების ხელი გაუწოდოთ დედა-შვილს! GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფიროსმანაშვილების ოჯახი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge
მასალის გამოყენების პირობები






