ახალციხეში პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები გაუკეთეს - "ვითომ პატარა პიონერები იყვნენ, ყველამ მოიწონა, დირექტორმაც კი“
საზოგადოება - 19:43, 30 May, 2019     3846
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლის პირველკლასელების ზეიმი სხვებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. საზოგადოების ყურადღება ბავშვების უჩვეულო ჩაცმულობამ მიიპყრო.

პირველკლასელებმა ანბანის გაცილება თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევებით გამართეს. მშობლების თქმით, მოსწავლეების ვიზუალური მხარე დამრიგებელმა გადაწყვიტა.

„კლასის დამრიგებლის იდეა იყო. აღარ მიკითხავს რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც წითელი ყელსახვევები“.

„შევაკერინეთ, ლარნახევარი დაგვიჯდა ერთი ყელსახვევი. მასწავლებელს უნდოდა და ჩვენც დავეთანხმეთ. სხვა კლასებისგან განსხვავებული რომ იყოსო, მოიფიქრა ვითომ პატარა პიონერები იყვნენ. ყველამ მოიწონა, დირექტორმაც კი“.


დამრიგებლის გადაწყვეტილება არც ერთ მშობელს გაუპროტესტებია.

„წითელი ყელსახვევი პრობლემაა? მშობლებმა არაფერი ვიცით. მასწავლებელს ან დირექციას არ უნდა სცოდნოდა თუ არ შეიძლებოდა? რასაც გვეუბნებიან ჩვენ იმას ვაკეთებთ“, - ამბობენ მშობლები.

მშობლებისგან განსხვავებით, დამრიგებელი უარყოფს, რომ წითელი ყელსახვევებით პიონერებთან მსგავსების ჩვენება უნდოდათ. ლუიზა მღებრიშვილის თქმით, 27 მაისს გამართული ღონისძიება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიუძღვნეს. მის მოსწავლეებს ყელსახვევები სხვა წლებშიც ჰქონიათ, ოღონდ არა წითელი, არამედ მწვანე და იასამნისფერი.

„თეთრი მაისური და წითელი გეტრები ჩავაცვით. ყელსახვევიც ამას შევუხამეთ. რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ჰალსტუხი არ მოუხდებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ეს. არ მიფიქრია, რომ პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა, თორემ ხომ არ გავაკეთებდი? მაშინ სხვა ფერს შევარჩევდი“, - ამბობს ლუიზა მღებრიშვილი.

მოსწავლეებისთვის შეკერილ წითელ ყელსახვევებში პრობლემას ვერც სკოლის დირექტორი ხედავს. ინგა ვარდიძე ამბობს, რომ ამ კლასმა გადაწყვიტა, დროშის ფერებში გამოწყობილიყვნენ.

„რა საბჭოთა კავშირი გაგახსენდათ? ჰალსტუხი და პიჯაკი კონფერენციას მოგაგონებთ? არ ვიცი რატომ მოხდა ასეთი ასოციაცია. პიონერის ყელსახვევის განცდა ალბათ უფრო ჩემზე უფროსებს გაუჩნდებოდათ, რადგან პირველკლასელების მშობლები ისეთი ახალგაზრდები არიან, ეგ პერიოდი არ გაუვლიათ. ფორმები და კაბები ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ განსხვავებული ელემენტი დაუმატეს“,- გვითხრა ინგა ვარდიძემ.

დირექტორისგან განსხვავებით, სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ სკოლაში წითელი ყელსახვევი პრობლემაა.

„წითელი ყელსახვევების ნაცვლად, შეიძლებოდა საქართველოს სიმბოლიკა გამოეყენებინათ. ეს არის ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხისთვის“, - ამბობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი ამალია სარქისიანი.

სამოქალაქო ცნობიერების პრობლემა - ასე აფასებს პოლიტოლოგი მეხუთე სკოლის მასწავლებლის გადაწყვეტილებას. გიორგი გობრონიძეს მიაჩნია, რომ პირველკლასელებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევი სხვა არაფერია, თუ არაკრიტიკული აზროვნების ნაკლებობა.


„არ არის ნორმალური, 21-ე საუკუნეში ბავშვი გამოაწყო პიონერივით და ამას განსხვავება დაარქვა. ეს ვიზუალი ადმინისტრაციას ნორმალურად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ თავად იყვნენ პიონერები და უკეთესი არაფერი უნახავთ. აჩვენეთ უკეთესი და ამას აღარ მოისურვებენ“, -
ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ვერ სათავაზობს ინოვაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში.

„განათლების სხვა რა პრაქტიკა აქვთ მასწავლებლებს? არც უფიქრიათ იმაზე, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია, მისი ღირებულებათა სისტემა თანამედროვე სამყაროში განსხვავებული უნდა იყოს. ადამიანებს უნდა უყალიბებდეს ჰუმანურ ღირებულებებს და არა კომუნისტურ იდეოლოგიას“.



„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორს თვალში ხშირად ხვდება საჯარო სკოლებში საბჭოთა სიმბოლიკები.

„ჯავახეთის თითქმის ყველა სკოლაში უნიფორმა ძველ საბჭოთა ფერებშია. წინსაფრები და ლურჯი შარვალ-კოსტუმები. სკოლა თავისუფალია, მაგრამ რაღაც აკრძალვა ამ მიმართულებით უნდა ხდებოდეს. ბოლო ზარზე ღონისძიება ქართული ჰიმნით იწყებოდა, ახლა რუსულ სიმღერებზე ცეკვავენ ახალგაზრდები. მე არ გამიჩნდა განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ზეიმობდნენ სკოლის დამთავრებას“, - ამბობს მაკა სუდაძე.


წყარო: tv9news.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42