"სერიოზულად ვერაღქმული, მაგრამ სერიოზული პრობლემების შემქმნელი პრეზიდენტი... კრემლის საქმეს აკეთებს, პროტესტს იმსახურებს" - ლაშა ბუღაძე
საზოგადოება - 20:01, 28 May, 2019     1737
მწერალი ლაშა ბუღაძე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას საკითხთან მიმართებაში სიფრთხილისა და სიბრძნის გამოჩენისკენ მოუწოდებს.


„ცხადია, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია და არავითარ შემთხვევაში – მტერი. არაერთ აზერბაიჯანელს გაუწირავს თავი და უბრძოლია ჩვენი ქვეყნისთვის – სიტყვით თუ საქმით, მეგობართან კი ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკება – თუნდაც ისეთ რთულ საკითხზე, რომელიც მოუგვარებელ მემკვიდრეობად გვერგო სტალინ-ორჯონიკიძის დანაშაულებრივი ეპოქიდან.

ყველას სიფრთხილე და სიბრძნე გვმართებს ამ პროცესში, რათა საბოლოოდ კრემლი არ გამოვიდეს გამარჯვებული და პროვოკატორების მეშვეობით, ბოლოს თავად არ მოგვევლინოს ჩვენ შორის „მშვიდობისმყოფლად“. უამრავი მეთოდი არსებობს (მათ შორის, ევროპის გამოცდილებით), როგორ შეიძლება ცივილიზებულად გადაწყდეს თუნდაც ამგვარი დელიკატური და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი საკითხი. მთავარია, პროვოკატორებსა და არამზადებს არ მივცეთ ხელის მოთბობის საშუალება, ჩვენ კი გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ. ჩვენი პროტესტის მთავარი სამიზნე საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს, რომელსაც აქ მაინც(!) უნდა მოვთხოვოთ პროფესიონალიზმი და ადეკვატურობა!

პროტესტს იმსახურებს სერიოზულად ვერაღქმული, მაგრამ უკვე სერიოზული პრობლემების შემქმნელი პრეზიდენტი, რომლის ჩვეული, ინფანტილურად თუ ცნობიერად (ან განზრახ) გაკეთებული განცხადებები მერამდენედ გვექცა დამაფიქრებელ და სახიფათო თავისტკივილად. კრემლი ყოველთვის მოწადინებულია, რომ როგორმე ახლებურ მარაზმში შეგვიყოლიოს, ამიტომ ათმაგი და ასმაგი ყურადღება გვმართებს.

გვახსოვდეს, რომ ის, ვინც ქსენოფობიასა და შუღლს აღვივებს – ვინც არ უნდა იყოს იგი! – კრემლის საქმეს აკეთებს. ჩვენი სიმართლე ჩვენსავე სიბრძნეში, თანმიმდევრულობასა და ცივილიზებულობაშია. ზოგადად კი – ჩვენი რეალობისა და არა მხოლოდ ამ პროცესის დახასიათების კუთხით – ერი მაშინ ცდილობს ისტორიული „პრობლემების“ მოგვარებას, როცა ვეღარაფერს აგვარებს აწმყოში, მომავალი კი უპერსპექტივოდ გამოიყურება“, – წერს ლაშა ბუღაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42