თსუ-ში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
საზოგადოება - 17:08, 28 May, 2019     870

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომპანიებმა ბაზარზე არსებული რეალური ვაკანსიები შესთავაზეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის: თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა, იუსტიციის სახლი, „ნიკორა“, „დომინო“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „გუდვილი“, „კარფური“, „Paul“, „Palais de the”, „Yves rocher”, ბაზისბანკი, კრედო ბანკი, BDO, „ვენდისი“, „დანკინი“, „პსპ დაზღვევა“ და სხვ.

„დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი კომპანიები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობენ სტაჟირებებს, ვაკანსიებს და კარიერული განვითარების კუთხით ბევრ საინტერესო ინფორმაციას,“ - განაცხადა თსუ კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ვაკანსიების გაცნობის შემდეგ, დასაქმების სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ სპეციალისტების ლექციები ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მოისმინეს.

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაქმების ფორუმი სასარგებლოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. „სტუდენტები უშუალოდ შეძლებენ კომპანიებთან გასაუბრებას, გაიგებენ მათი მოთხოვნების შესახებ. საბოლოო ჯამში კი, იმედი გვაქვს, დასაქმდებიან. რაც შეეხება დამსაქმებლებს, მათ ნამდვილად სჭირდებათ ახალგაზრდა, ჭკვიანი თანამშრომლები,“ - აღნიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.

დავით ბაბალაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი თქმით, სტუდენტებისთვის დასაქმება ძალიან რთულია, დასაქმების ფორუმი კი ამის ძალიან კარგ შანსს იძლევა. „ძალიან მომწონს დღევანდელი ფორუმი, რადგან ეს სტუდენტებს დასაქმების საშუალებას აძლევს. მსგავსი ფორუმები ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა სტუდენტებს თავის გამოვლენის შანსი მიეცეთ,“ - აღნიშნავს სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა დასაქმების ფორუმს ყოველწლიურად ატარებს, რაც სტუდენტებს კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42