29 მაისს, 17.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, მართავს ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაციას. ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა. ალბომში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები - საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთაღრიცხვა, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, ასევე, არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები და არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები. მასში ასევე წარმოდგენილია 1921 წელის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია.
ქართულ-ინგლისურენოვანი ალბომის ავტორ-შემდგენლები: ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე; მთარგმნელი: ქრისტინა თოლორდავა, რედაქტორები: ზურაბ გაიპარაშვილი (ქართული ტექსტი), დავით ღონღაძე და ლელა ჯავახიშვილი (ინგლისური ტექსტი); დიზაინერი: ლევან ნოზაძე. წიგნი საჩუქრად დარიგდება პრეზენტაციაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N,. თსუ, I კორპუსი, 107-ე აუდიტორია,
მასალის გამოყენების პირობები






