საქართველოს რკინიგზის უკანონო საქმიანობა თუ შრომითი პირობების უგულებელყოფა - რა მოხდა ზესტაფონში, სადაც 2 მუშა დაშავდა
საზოგადოება - 17:05, 27 May, 2019     1161

"რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" ზესტაფონში დაშავებულ მუშებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს.

"შრომის უსაფრთხოების ნორმების სავარაუდო დარღვევის მორიგი შემთხვევა სს ,,საქართველოს რკინიგზაში":

ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცა. დაშავებულები ამჟამად ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაიყვანილნი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით, 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა.

უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია - საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს" -





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42