ევროპარლამენტის არჩევნები - წინასწარი შედეგებით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები ლიდერობენ
მსოფლიო - 15:46, 27 May, 2019     1246
ევროპარლამენტის არჩევნებში წელს რეკორდული რაოდენობით ამომრჩეველი მონაწილეობდა. ევროკავშირის 28 ქვეყანაში საკუთარი არჩევანი 200 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა. აქტივობამ 51%-ს მიაღწია.


ამ არჩევნებში წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო წლებში პოპულარობა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოიპოვეს, ასეთმა პარტიებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს, თუმცა შედეგების მიხედვით, უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ.

ქვეყნებში, სადაც ასეთი პარტიები ხელისუფლებაში არიან: იტალია, უნგრეთი და პოლონეთი, მემარჯვენე-პოპულისტებმა პირველი ადგილები დაიკავეს.

საფრანგეთში მარინ ლე პენის „ნაციონალურმა კრებამ“ პირველი ადგილი დაიკავა და მისი შედეგი ოდნავ აღემატება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის შედეგს.

საბერძნეთში პირველი ადგილი დაიკავა კონსერვატიულმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“, რამაც სოციალისტი პრემიერი ალექსის ციპრასი იძულებული გახადა ქვეყანაში დაუყოვნებლივ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

ბრიტანეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის ბრექსიტის პარტია ლიდერობს.

ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ნიდერლანდები და დანია, ევროსკეპტიკოსი პარტიები დამარცხდნენ, ესტონეთში მემარჯვენე პარტიამ CPPE-მ მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა და ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვა.

ესპანეთში და პორტუგალიაში მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა გაიმარჯვეს.

ლიბერალურმა პარტიებმა გაიმარჯვეს სლოვაკეთში.

ასევე ბევრ ქვეყანაში წარმატებას მიაღწიეს ეკოლოგიურმა პარტიებმა. გერმანიაში „მწვანეებმა“ წაართვეს ხმები მმართველ ბლოკს- „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ ახალ ევროპარლამენტში 178 მანდატს მიიღებს, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ 152 ადგილს დაიკავებენ. „მწვანეებს“ 67 დეპუტატი ეყოლებათ, ხოლო ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს 108.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42