ლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება. პროცესში მყვინთავები ჩაერთნენ. გოგონას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება.
ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარემ გუშინ წაიღო.
„ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა .გოგონას ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგოც რეინჯერები, ასევე მაშველები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გოგონას პოვნა რთულდება. ძებნა მიმდინარეობს როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






